მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროება საზიანოა: კრემლში ზელენსკის განცხადება შეაფასეს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი  - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალების გამოქვეყნება მხოლოდ ზიანს მიაყენებს მოლაპარაკებათა პროცესს, მიაჩნიათ კრემლში.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, განხილვები ისედაც ნელა და ნაკლებად შინაარსიანად მიმდინარეობს, ვიდრე ამას რუსული მხარე ისურვებდა.

„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და იქ უნდა არსებობდეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. მაგრამ, გარდა ამისა, არსებობს სუბსტანციები, რომლებიც ორი დელეგაციის მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. <...> ამ მომენტში საზოგადოებისთვის მათი გაცნობა მხოლოდ ზიანს მიაყენებს მოლაპარაკების პროცესს, რომელიც ისედაც გაცილებით ნელა და ნაკლებად შინაარსიანად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს“, — განაცხადა პესკოვმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან უსაფრთხოების გარანტიების, დონეცკ-ლუგანსკისა და ყირიმის შესახებ მოლაპარაკებებში კომპრომისების საკითხები საბოლოოდ სრულიად უკრაინის რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
რუსეთი, როგორც ცნობილია, „სამხედრო სპეცოპერაციის“ მიზნად ასახელებს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და ყირიმის რუსეთისთვის კუთვნილების აღიარებას.
ყველა ახალი ამბავი
0