„ამორალურია, ჩვენს ქვეყანაში 5000-ევროიანი პიჯაკი გეცვას...“ - ირმა სოხაძე ბრენდებზე
17:02 22.03.2022 (განახლებულია: 21:10 22.03.2022)
© photo: courtesy of Teona Gogniashviliირმა სოხაძე
© photo: courtesy of Teona Gogniashvili
გამოწერა
მომღერალი და ტელეწამყვანი ირმა სოხაძე თვლის, რომ გემოვნება მაშინ გაქვს, როცა ძალიან ლამაზად, მოხდენილად და თანამედროვედ გაცვია. ამასთან, აუცილებელი არ არის, შენი სამოსი „დიორის“ ან „შანელის“ იყოს.
„ვიღაცას შეიძლება ეს პოზა ეგონოს, ან სხვამ უგემოვნობაში დამდოს ბრალი, მაგრამ ეს მართლა არასდროს მდომებია. ამორალურია, ჩვენს ქვეყანაში 5000-ევროიანი პიჯაკი გეცვას, ამას არასდროს გავაკეთებ. არც მაქვს ამდენი საშუალება, მაგრამ რომც მქონდეს, ფულს ამაში არ დავხარჯავ. ერთი-ორი ნაჩუქარი ძვირფასი ნივთი მეც მაქვს, მაგრამ მხოლოდ ძვირფასი ბრენდების შეძენა მე უფრო სნობიზმი მგონია. რატომ უნდა მეკეთოს 20000-დოლარიანი საათი, როცა 50-ლარიანი და უფრო იაფიანიც შეიძლება ულამაზესი იყოს და თავის საქმეს აკეთებდეს?“ – ამბობს მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.