მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაეროს გენმდივანმა უკრაინას და რუსეთს მოლაპარაკებების სასწრაფოდ დაწყებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიანტონიუ გუტერეში
ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად უპატიებელია და სამხედრო თვალსაზრისით ყოველგვარ აზრს მოკლებულია, განაცხადა გუტერეშმა.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. უკრაინაში უნდა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები, მიიჩნევს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, წერს РИА Новости.
გუტერეშის აზრით, დღეს „დიპლომატიური პროგრესის ელემენტები რამდენიმე ძირითად საკითხზე შეინიშნება".

„(მოლაპარაკების) მაგიდაზე საკმარისი (მასალა) დევს იმისათვის, რომ ახლავე შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მყისიერად დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები“, – განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, „ამ ომში გამარჯვება შეუძლებელია“. „ადრე თუ გვიან მოგვიწევს ბრძოლის ველიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადანაცვლება", – დასძინა მან.

გუტერეში დარწმუნებულია, რომ „უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად უპატიებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა“.
„ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე გამჭრიახი გათვლებით, დროა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მივცეთ შანსი მშვიდობას. დროა დასრულდეს ეს საშინელი აბსურდული ომი", – დაამატა მან.
უკრაინაში კონფლიქტის შედეგებზე საუბრისას გუტერეშმა ასევე კომენტარი გააკეთა ფასების სწრაფ ზრდაზე სურსათზე, ენერგიასა და სასუქებზე მთელ მსოფლიოში. მისი აზრით, ეს ყველაფერი გლობალურ შიმშილში შეიძლება გადაიზარდოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
წყარო - РИА Новости.
ყველა ახალი ამბავი
0