„ახლა ერთიანობა გვჭირდება“ - ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
საჭიროა ვიწროპარტიული ინტერესების გვერდზე გადადება და საერთაშორისო ასპარეზზე ერთად დგომა, განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ერთიანობაზე უარს ამბობს და არ შეუძლია გვერდზე გადადოს ვიწროპარტიული ინტერესები, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
დღეს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების საგარეო საკითხებთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განიხილავს.

„ახლა ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, საერთაშორისო ასპარეზზე ერთად დგომა, ვიწროპარტიული ინტერესების გვერდზე გადადება და ამაზე ყველაფერზე უარს ამბობთ თქვენ. ეს არის თქვენი რეალური სახე, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ძნელბედობის დროს საქართველოში თქვენ ხართ ხელისუფლებაში, იმედი მაქვს, ეს მალე დამთავრდება", – განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ის, ვინც დღეს მტერს ქვეყნის შიგნით ეძებს, თავად არის ქვეყნის მტერი.
„როცა უარს ამბობთ ერთიანობაზე, ამით მტრობთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს... ამ დროს თქვენ ისევ გვყოფთ, ისევ გვხლეჩთ, ამბობთ, რომ ჩვენ არაფერი არ ვართ, იარლიყებს გვაკერებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციონერის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მხოლოდ თავიანთი თანამდებობების შენარჩუნებაზე ზრუნავენ.
ქართული ოპოზიციის ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით არაერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება გადაწყვეტილებისთვის, რომ თბილისი არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო დაწესებულ დასავლეთის სანქციებს. უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე თბილისში არაერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.
ყველა ახალი ამბავი
0