ზემო ლარსი დღეს: 400-მდე ტრაილერი რუსეთიდან საქართველოში ვერ შემოდის

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა
დიდთოვლობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
უამინდობამ საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობას პრობლემები შეუქმნა.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. დიდთოვლობის გამო „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის მხრიდან 400-მდე სატვირთო ავტომობილია თავმოყრილი, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს.
ამასთან, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურის 20 მარტის მონაცემებით, საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობის აღდგენას 3,5 ათასზე მეტი ტრაილერი ელოდება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ყველა ახალი ამბავი
0