საქართველოს გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

© Adjara Roads Departmentგზების თოვლისგან გაწმენდა
გზების თოვლისგან გაწმენდა  - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
საქართველოში მოსული უხვი თოვლის გამო ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ ძალაშია.
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 1–40-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ცალმხრივ რეჟიმში.
ასევე, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-146-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის 1-93-ე კმ მონაკვეთზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0