https://sputnik-georgia.com/20220321/samugia-produqtebis-deficiti-ar-iqneba-265388708.html
საქართველოში პროდუქტების დეფიციტი არ იქნება - სოფლის მეურნეობის მინისტრი
საქართველოში პროდუქტების დეფიციტი არ იქნება - სოფლის მეურნეობის მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველოს შაქარი არ შემოაქვს რუსეთიდან და უკრაინიდან, ამიტომ ამ პროდუქტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა, განაცხადა მინისტრმა. 21.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-21T19:24+0400
2022-03-21T19:24+0400
2022-03-21T22:01+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259738597_0:0:3253:1830_1920x0_80_0_0_0bc0ddd9e3145b79d02e29eaf48d267a.jpg
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოში პროდუქციის მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია და ამჟამად ამ მიმართულებით არანაირი რისკები არ ჩანს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.მარტის დასაწყისიდან საქართველოს მცხოვრებლებმა დაიწყეს შაქრის, მარილის, მზესუმზირის ზეთისა და ბურღულეულის შესყიდვა იმის შიშით, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ეს პროდუქცია დეფიციტური გახდება. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია და ოპოზიციური მასმედია ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაში დაადანაშაულა.როგორც მინისტრმა განმარტა, შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში შეფერხებას, რის აღმოფხვრასაც გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, ზოგ მაღაზიაში, შესაძლოა, გარკვეული დროით იყოს შეფერხება, თუმცა რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება და ივსება მარაგები.შამუგიამ ხაზი გაუსვა, რომ შაქარი არ შემოდის არც რუსეთიდან და არც უკრაინიდან. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტის გარშემო აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი.ხანიშვილი: საქართველოში სურსათის ჭარბი მარაგია>>„ჩვენ არც სხვა პროდუქტებთან, მაგალითად, ხორბალთან მიმართებით არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში შესაბამისი მარაგები არსებობს როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს“, – თქვა შამუგიამ.ოთარ შამუგიას თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ბიზნესთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში მთავრობა მათ მხარს დაუჭერს და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში დაეხმარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259738597_363:0:3094:2048_1920x0_80_0_0_569a5a82e49ab235d0955e64a17bbe74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში პროდუქტების დეფიციტი არ იქნება - სოფლის მეურნეობის მინისტრი
19:24 21.03.2022 (განახლებულია: 22:01 21.03.2022) საქართველოს შაქარი არ შემოაქვს რუსეთიდან და უკრაინიდან, ამიტომ ამ პროდუქტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოში პროდუქციის მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია და ამჟამად ამ მიმართულებით არანაირი რისკები არ ჩანს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მარტის დასაწყისიდან საქართველოს მცხოვრებლებმა დაიწყეს შაქრის, მარილის, მზესუმზირის ზეთისა და ბურღულეულის შესყიდვა იმის შიშით, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ეს პროდუქცია დეფიციტური გახდება. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია და ოპოზიციური მასმედია ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაში დაადანაშაულა.
„ჩვენ, ყველამ ერთად ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა აბსოლუტურად არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შექმნის მიზნით. ქვეყანაში შემოდის როგორც შაქარი, ისე ყველა საჭირო პროდუქტი, პროცესში არანაირი შეფერხება არ არსებობს“, – თქვა შამუგიამ ბრიფინგზე.
როგორც მინისტრმა განმარტა, შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში შეფერხებას, რის აღმოფხვრასაც გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, ზოგ მაღაზიაში, შესაძლოა, გარკვეული დროით იყოს შეფერხება, თუმცა რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება და ივსება მარაგები.
შამუგიამ ხაზი გაუსვა, რომ შაქარი არ შემოდის არც რუსეთიდან და არც უკრაინიდან. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტის გარშემო აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი.
„ჩვენ არც სხვა პროდუქტებთან, მაგალითად, ხორბალთან მიმართებით არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში შესაბამისი მარაგები არსებობს როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს“, – თქვა შამუგიამ.
ოთარ შამუგიას თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ბიზნესთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში მთავრობა მათ მხარს დაუჭერს და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში დაეხმარება.