https://sputnik-georgia.com/20220321/rusetsi-facebook-da-instagram-eqstremizmis-motivit-aikrzala-265393590.html
რუსეთში Facebook-ი და Instagram-ი ექსტრემიზმის მოტივით აიკრძალა
რუსეთში Facebook-ი და Instagram-ი ექსტრემიზმის მოტივით აიკრძალა
Sputnik საქართველო
გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი ახსნა რუსეთის მოქალაქეების უფლებების შემდგომი დარღვევისგან მათი დაცვის სურვილით
2022-03-21T21:17+0400
2022-03-21T21:17+0400
2022-03-21T22:35+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23548/93/235489369_412:565:3047:2047_1920x0_80_0_0_3270d2ab5bbcf7b0cb555f7f0a6aab6c.jpg
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ორშაბათს რუსეთში Facebook-ი და Instagram-ი ექსტრემისტული საქმიანობის მოტივით აკრძალა.როგორც სასამართლომ აღნიშნა, გადაწყვეტილების შესრულება დაუყოვნებლივ დაიწყება.გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი ახსნა რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევისგან შემდგომში მათი დაცვის სურვილით. მაგალითად, Instagram-მა იგნორირება გაუწია უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ შესახებ „ფეიკებისა“ და არასანქცირებული მიტინგებისკენ მოწოდებების წაშლის 4,5 ათას მოთხოვნას.პროკურორმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილება არ ვრცელდება WhatsApp-ის მესენჯერზე – მხოლოდ სერვისების გამოყენებისთვის ადამიანებს არ დასჯიან.Meta-ს წარმომადგენელმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსი მომხმარებლები ამ სოციალურ ქსელებს იყენებენ, როგორც ურთიერთობის პლატფორმას. ინფორმაცია, რომელმაც პრეტენზია გამოიწვია, არის საერთო ნაკადის მხოლოდ მცირედი ნაწილი, ხოლო დარღვევებისთვის კომპანიამ ჯარიმები უკვე გადაიხადა.ამასთან, დაბლოკვის შემთხვევაში მიუწვდომელი გახდება „არაწინააღმდეგობრივი ინფორმაციის“ უზარმაზარი მოცულობა, ხაზი გაუსვეს Meta-ში.მანამდე Meta Platforms-მა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო Facebook-სა და Instagram-ზე დროებით გააუქმა აკრძალვა ძალადობისკენ მოწოდებაზე რუსი სამხედროების წინააღმდეგ, „მაგრამ არა რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ“.ამის შემდეგ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დასვა Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარების საკითხი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კი სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექსტრემიზმისკენ საჯარო მოწოდებებისა და ტერორიზმის ხელშეწყობის შესახებ.Meta-ს ვიცე-პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა მოგვიანებით განმარტა, რომ ახალი პოლიტიკა მხოლოდ უკრაინაში იქნება გამოყენებული, და განაცხადა, რომ Meta „რუსოფობიას არ დაუშვებს“.გენპროკურატურის მოთხოვნით „როსკომნადზორმა“ შეზღუდა რუსეთში Instagram-ზე წვდომა რუსების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებების გამო. გასული ორშაბათიდან Instagram-ი მიუწვდომელია რუსული IP-მისამართებისთვის.მანამდე კი „როსკომნადზორმა“ დაბლოკა რუსეთში Facebook-იც – რუსული მასმედიისა და საინფორმაციო რესურსების, მათ შორის, РИА Новости-ს, Sputnik-ისა და RT-ს მასობრივი დისკრიმინაციის გამო.წყარო - РИА Новости
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23548/93/235489369_842:525:2871:2047_1920x0_80_0_0_b882803a26f7ecb1d3d30dd6ccb79dbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი facebook instagram ექსტრემიზმი მოტივი აკრძალვა
რუსეთი facebook instagram ექსტრემიზმი მოტივი აკრძალვა
რუსეთში Facebook-ი და Instagram-ი ექსტრემიზმის მოტივით აიკრძალა
21:17 21.03.2022 (განახლებულია: 22:35 21.03.2022) რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი ახსნა რუსეთის მოქალაქეების უფლებების შემდგომი დარღვევისგან მათი დაცვის სურვილით.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ორშაბათს რუსეთში Facebook-ი და Instagram-ი ექსტრემისტული საქმიანობის მოტივით აკრძალა.
როგორც სასამართლომ აღნიშნა, გადაწყვეტილების შესრულება დაუყოვნებლივ დაიწყება.
გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი ახსნა რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევისგან შემდგომში მათი დაცვის სურვილით. მაგალითად, Instagram-მა იგნორირება გაუწია უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ შესახებ „ფეიკებისა“ და არასანქცირებული მიტინგებისკენ მოწოდებების წაშლის 4,5 ათას მოთხოვნას.
პროკურორების აზრით, ექსტრემისტული ინფორმაცია ემუქრება როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. გენპროკურატურის განცხადებით, კომპანია არღვევს საკუთარ წესებს, როდესაც უშვებს რუსი სამხედროების მკვლელობისკენ მოწოდებებს, იუწყება РИА Новости.
პროკურორმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილება არ ვრცელდება WhatsApp-ის მესენჯერზე – მხოლოდ სერვისების გამოყენებისთვის ადამიანებს არ დასჯიან.
Meta-ს წარმომადგენელმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსი მომხმარებლები ამ სოციალურ ქსელებს იყენებენ, როგორც ურთიერთობის პლატფორმას. ინფორმაცია, რომელმაც პრეტენზია გამოიწვია, არის საერთო ნაკადის მხოლოდ მცირედი ნაწილი, ხოლო დარღვევებისთვის კომპანიამ ჯარიმები უკვე გადაიხადა.
ამასთან, დაბლოკვის შემთხვევაში მიუწვდომელი გახდება „არაწინააღმდეგობრივი ინფორმაციის“ უზარმაზარი მოცულობა, ხაზი გაუსვეს Meta-ში.
მანამდე Meta Platforms-მა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო Facebook-სა და Instagram-ზე დროებით გააუქმა აკრძალვა ძალადობისკენ მოწოდებაზე რუსი სამხედროების წინააღმდეგ, „მაგრამ არა რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ“.
ამის შემდეგ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დასვა Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარების საკითხი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კი სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექსტრემიზმისკენ საჯარო მოწოდებებისა და ტერორიზმის ხელშეწყობის შესახებ.
Meta-ს ვიცე-პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა მოგვიანებით განმარტა, რომ ახალი პოლიტიკა მხოლოდ უკრაინაში იქნება გამოყენებული, და განაცხადა, რომ Meta „რუსოფობიას არ დაუშვებს“.
გენპროკურატურის მოთხოვნით „როსკომნადზორმა“ შეზღუდა რუსეთში Instagram-ზე წვდომა რუსების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებების გამო. გასული ორშაბათიდან Instagram-ი მიუწვდომელია რუსული IP-მისამართებისთვის.
მანამდე კი „როსკომნადზორმა“ დაბლოკა რუსეთში Facebook-იც – რუსული მასმედიისა და საინფორმაციო რესურსების, მათ შორის, РИА Новости-ს, Sputnik-ისა და RT-ს მასობრივი დისკრიმინაციის გამო.