მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის საგარეო უწყება: ბაიდენის სიტყვებს აშშ-რუსეთის ურთიერთობები განხეთქილებამდე მიჰყავს

© AP Photo / Patrick SemanskyДжо Байден
Джо Байден - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებებს გადამწყვეტი და მტკიცე პასუხი მოჰყვება, აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში განაცხადეს.
გასულ კვირაში ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „სამხედრო დამნაშავედ“ მიიჩნევს. „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა დაუშვებელი და უპატიებელი უწოდა იმ ქვეყნის პრეზიდენტის ასეთ რიტორიკას, რომლის ბომბებისგან მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. კრემლში ამ ქცევას თეთრი სახლის ლიდერის გაღიზიანებითა და გულმავიწყობით ხსნიან.
როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში დააზუსტეს, საპროტესტო ნოტის მიზეზი გახდა თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის ამასწინანდელი მიუღებელი გამონათქვამები, გაკეთებული რუსეთის პრეზიდენტის მისამართით.

„ხაზგასმულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მსგავსი განცხადებები არ შეშვენის ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს, რუსეთი-აშშ-ის ურთიერთობას კი განხეთქილების წინაშე აყენებს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

აქვე აღნიშნეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებებს გადამწყვეტი და მტკიცე პასუხი მოჰყვება.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს აქტუალური ორმხრივი პრობლემატიკა, რომლის კონტექსტშიც „ელჩის წინაშე მწვავედ დაისვა აშშ-ში რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობების ნორმალური სამუშაო პირობების, მათ შორის, შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფის საკითხი“, – დასძინეს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0