რუსეთის მიერ ნატოელი სამშვიდობოების გაფრთხილება უკრაინაში

© photo: Sputnik / Iliya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
მრავალსფერული ოპერაცია, არაპროგნოზირებადი ტაქტიკა, მასიური დარტყმები სხვადასხვა მიმართულებით საშუალებას აძლევს რუსულ ჯარებს, სწრაფად გააფართოვონ კონტროლის ზონა უკრაინის ტერიტორიაზე და განაიარაღონ მოწინააღმდეგე თუნდაც ღრმა ზურგში. პრიორიტეტულ სამიზნეებად რჩება მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები, არტილერიის საცეცხლე პოზიციები, სტრატეგიული არსენალები, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები, უცხოელი „მოხალისეების“ შეკრების ცენტრები, საწვავ-საპოხი მასალების რეზერვები და უკრაინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსები.
რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სტრატეგიული ფორპოსტების დაკავებას, პარალელურად აგებენ ეშელონირებულ თავდაცვასა და ზურგის ლოგისტიკას. გასულმა ორმა დღემ აჩვენა, რომ რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებზე აქცენტით ანადგურებენ.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მაღალი სიზუსტის ფრთოსანმა რაკეტებმა გაანადგურა უცხოელ დაქირავებულთა და უკრაინელი ნაცისტების სასწავლო ცენტრი როვენის ოლქში (პოლონეთის საზღვრიდან 160 კმ), განადგურდა 80-ზე მეტი სპეციალისტი ნოვაია ლუბომირკას პოლიგონზე. ფრთოსანმა რაკეტებმა ასევე გაანადგურეს საბრძოლო მასალის საცავი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებული ბრიგადის შტაბი სოფელ სელესთან (ბელორუსის საზღვრიდან 20 კმ).
ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალებითა“ და „კალიბრებით“ 20 მარტს 100-ზე მეტი უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორი, დაქირავებული და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაანადგურეს სპეცოპერაციების ძალების სასწავლო ცენტრში ჟიტომირის ტერიტორიაზე. მწყობრიდან გამოვიდა ცენტრის სამხედრო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა.
ნიკოლაევის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო საბრძოლო მასალების საცავი, რომელიც დაუმთავრებელი სარაკეტო კრეისერ „უკრაინის“ მახლობლად მდებარეობს.
მანამდე ნიკოლაევის ოლქში განადგურდა 79-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ადგილმდებარეობა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი საწვავის ბაზა კონსტანტინოვკის მახლობლად. შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 79-ე ბრიგადამ დაკარგა პერსონალის 90 პროცენტამდე (დარჩენილი მედესანტეები უბრალოდ დემორალიზებული არიან), ნიკოლაევისა და ოდესის რეგიონებში სამხედრო ტექნიკის საწვავი იწურება, საბრძოლო მასალის შევსება პრობლემატური ხდება.

„ნამდვილი ჯოჯოხეთი“

რუსეთის ჰიპერბგერითი და არასტანდარტული მიდგომა უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის პრობლემებისადმი სედეგებს იძლევა. კიევის გარშემო ბლოკადის წრე ვიწროვდება.
ნიკოლაევკაში, რომელიც უკრაინის დედაქალაქიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული, რუსულმა ჯარებმა უკრაინული ჯარების დაცული სასარდლო პუნქტი აიღეს. ამასთან 60-ზე მეტი სამხედრო ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ, უმეტესად ოფიცრები.
კიევის დასავლეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-14 ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ შეწყვიტა წინააღმდეგობა.
სრულდება მარიუპოლის წმენდა ნაცისტური წარმონაქმნების — „აზოვის", „აიდარისა" და „დონბასისგან". კიევის რეჟიმს სულ უფრო უჭირს უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგების დამალვა.
დასავლელი კომბატანტების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლონეთში დაბრუნდა, სადაც ისინი რუსული სარაკეტო დარტყმების „ნაღდ ჯოჯოხეთზე“ ლაპარაკობენ და ეს არ არის გაზვიადება. რუსეთის შეიარაღებული ძალების ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტების ძალა ეფექტურად ავსებს მძიმე ცეცხლმსროლი სისტემა „სოლნცეპიოკის“ ზალპებს, რომლებიც პირველად დონბასში გამოიყენეს 20 მარტს.
ბევრმა უცხოელმა დაქირავებულმა მიიღო საბრძოლო გამოცდილება ერაყსა და ავღანეთში, მაგრამ სრულიად მოუმზადებელია კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ რუსულ ჯართან საბრძოლველად. მაგალითად, უკრაინაში ძალიან მალე დაიღუპა „ნატოს ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერი", კანადის სამეფო ქვეითთა ​​22-ე ქვეითი პოლკის ვეტერანი, მეტსახელად ვალი.
ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი და გაეროს შეიარაღების ყოფილი ექსპერტ-ინსპექტორი სკოტ რიტერი, რომელიც ათწლეულების მანძილზე სწავლობდა საბჭოთა და რუსეთის ჯარებს, აკვირდება „კლასიკურ მრავალვექტორულ სტრატეგიას, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები მტრის ძალებს ბოჭავს, მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს ანადგურებს, გვერდს უვლის გამაგრებულ ტერიტორიებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიან სენაერთებს ალყაში აქცევს, რაც ხელს უშლის უკრაინულ მხარეს ინიციატივის ხელში ჩაგდებაში“. რიტერი ასევე აღნიშნავს რუსული ჯარების წინსვლის მაღალ ტემპს - „ყველაზე სწრაფი თანამედროვე ისტორიაში".
ამერიკელი დაზვერვის ვეტერანი რებეკა კოფლერი ასევე თვლის, რომ რუსული ჰიპერბგერითი სარაკეტო დარტყმები „თამაშის წესებს ცვლის გეოპოლიტიკურ სფეროში" და ეს "სტრატეგიული სიგნალია" დასავლეთისთვის.
სამხედრო ანალიტიკური ცენტრი RAND რეკომენდაციას აძლევს კიევს, მიაღწიოს მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმებას მანამ, სანამ ბელორუსია უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში შევა. ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს სცენარი უკრაინაზე რუსეთის სრულ კონტროლს და სსრკ 2.0-ის ჩამოყალიბებას გამოიწვევს.
უკრაინასთან სიტუაციაში აშკარაა ნატოს სისუსტე, რომელსაც არ ძალუძს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. შეერთებული შტატები თითქმის ყოველდღიურად აცხადებს, რომ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად. თუმცა ვაშინგტონი არ გამორიცხავს, ​​რომ ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ ეს საკუთარი ინიციატივით გააკეთოს. პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ცდილობს აიძულოს ბულგარეთი, „მომაკვდინებლად დაუჭიროს მხარი უკრაინას“.
ბრიუსელში ნატოს რიგგარეშე სამიტის წინა დღეს (24 მარტი), სადაც პოლონეთის „სამშვიდობო“ ინიციატივა იქნება განხილული, მოსკოვი თავის „პარტნიორებს“ განიუმარტავს, რა ბედი ეწევა ალიანსის ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთი შემთხვევით არ ანადგურებს პრიორიტეტულად სამიზნეებს ალიანსის ქვეყნებისა და უკრაინის საზღვრებზე.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0