GWP საბურთალოს მოსახლეობას წყალმომარაგებას შეუწყვეტს

© Pixabay / 13727445ონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power (GWP, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”) საბურთალოს რაიონის მოსახლეობას 21 მარტის 12:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგებას შეუწყვეტს.
კომპანია საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედნის N1 კორპუსთან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რისთვისაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება მერაბ ალექსიძის, ასლანიდის, მიროტაძის, ბოჭორიშვილის, აფაქიძის ქუჩებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყარო: Georgian Water and Power
ყველა ახალი ამბავი
0