https://sputnik-georgia.com/20220321/garibashvilma-azerbaijanelebs-novruz-bairami-miuloca-265387765.html
ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
Sputnik საქართველო
ნოვრუზ ბაირამი ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა, აღნიშნა პრემიერმა. 21.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-21T18:50+0400
2022-03-21T18:50+0400
2022-03-21T21:52+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558947_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_76ec7ecc2cee329e599a99622a0d798e.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.ნოვრუზ ბაირამი - მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის პერიოდს ემთხვევა. პრემიერი დღეს მარნეულში იმყოფებოდა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.მთავრობის მეთაურმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.„ჩვენთვის მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ ჩვენი მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ. ამ დღესასწაულზე, ტრადიციულად, ნოვრუზ ბაირამისთვის კოცონს ანთებენ, რათა ადამიანებმა განწმენდის რიტუალი შეასრულონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558947_113:0:1240:845_1920x0_80_0_0_c7435dbea3f2fa6a74cc5e14318037f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
18:50 21.03.2022 (განახლებულია: 21:52 21.03.2022) ნოვრუზ ბაირამი ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამი - მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის პერიოდს ემთხვევა. პრემიერი დღეს მარნეულში იმყოფებოდა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.
„მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს გულითადად მივულოცო დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
„ჩვენთვის მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ ჩვენი მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისათვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ. ამ დღესასწაულზე, ტრადიციულად, ნოვრუზ ბაირამისთვის კოცონს ანთებენ, რათა ადამიანებმა განწმენდის რიტუალი შეასრულონ.