Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 368-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.642.242-ს მიაღწია.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 368 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 193 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 48, კახეთი – 41, გურია – 27, აჭარა – 16, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 14, ქვემო ქართლი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, შიდა ქართლი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.225 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.599.511-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 21 მარტი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.671-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 26.034 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 813 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 416, აჭარაში – 61, იმერეთში – 182.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 220 პირი, მათ შორის, თბილისში – 125, აჭარაში – 30, იმერეთში – 34.
25.221 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 368-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.642.242-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0