ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ქუჩის ძაღლმა უჩვეულო სამსახური იშოვა. ის ტაძართან ზის და მრევლს ლოცავს.
ზოგიერთი მლოცველი ძაღლს თავს უხრის, ის კი თათს თავზე ადებს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძაღლი ტაძართან, როგორც სამსახურში, თითქმის ყოველდღე მიდის და ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ზის.