საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
ბოლო დღეების განმავლობაში 4.000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე, აღნიშნავენ მერიაში.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დედაქალაქში მოსული თოვლის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა სრულად არის შეჩერებული რამდენიმე მარშრუტზე:
N4 ბარათაშვილი – წავკისი
N10 ბარათაშვილი – კოჯორი
N29 სადგურის მოედანი – სოფ. თხინვალა
N89 ვაჟა-ფშაველას მე-4 მკ/რ (ვეძისი ) – დიდუბე
N90 ბარათაშვილი – ოქროყანა (მთაწმინდა)
N99 მს დელისი – ნუცუბიძის მე-5 მ/რ
N103 ბარათაშვილი – ტაბახმელა
N106 ბარათაშვილი – კიკეთი
N112 ბარათაშვილი – შინდისი
N334 მს დელისი – წყნეთი
N363 სახ. უნივერსიტეტი – სოფ. თხინვალა
ნაწილობრივი შეზღუდვები მოქმედებს შემდეგ მარშრუტებზე:
N6 ბარათაშვილი – პოლიტკოვსკაიას ქ.
N18 მს ისანი – პატარა ლილო
N27 სადგურის მოედანი – ვაშლიჯვარი
N47 სადგურის მოედანი – ნუცუბიძე
N88 ბარათაშვილი – ნუცუბიძე
N107 მს დელისი – სოფ ლისი (წოდორეთი)
N301 წმინდა ბარბარეს უბანი – პოლიტკოვსკაიას ქ.
N332 სადგურის მოედანი – ნუცუბიძე
თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში თბილისელებს შეუძლიათ დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50, ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 22 მარტიდან გამოიდარებს.
წყარო: თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0