ორი ავტოავარია და სამი დაშავებული: შემთხვევები თბილისში

© photo: Sputnikთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
თბილისში 18 მარტის საღამოდან ინტენსიურად თოვს, რამაც გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებსაც პირველად სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს წერეთლის გამზირზეც – ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
კახა კალაძე: თბილისის ქუჩები თოვლისგან 24-საათიან რეჟიმში იწმინდება
თბილისში 18 მარტის საღამოდან ინტენსიურად თოვს. თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.
ამ ეტაპზე 4 ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილია დაყრილი თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, ბეთანიაში, დიდგორსა და თელოვანში.
წყარო: Rustavi 2
ყველა ახალი ამბავი
0