https://sputnik-georgia.com/20220321/amerika-tavis-momavals-akvirdeba-265384965.html
„ვაიმარი თუ ზიმბაბვე?“ - ამერიკა თავის მომავალს აკვირდება
„ვაიმარი თუ ზიმბაბვე?“ - ამერიკა თავის მომავალს აკვირდება
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 21.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-21T15:49+0400
2022-03-21T15:49+0400
2022-03-21T20:53+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1c/250467043_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_6ffc883446aefecbd821807944ff2cb0.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვარუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ასპექტზე - ეკონომიკურზე. ბირთვული იარაღი ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, უკრაინაში კონფლიქტის უფრო მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაზრდას აკავებს. სამაგიეროდ ნამდვილი გლობალური ომია გაჩაღებული სწორედ ეკონომიკის ველზე. რას შეჭამენ ადამიანები, რას ჩაიცვამენ, რამდენს გადაიხდიან ბენზინში და კომუნალურ მომსახურებაში - აი თანამედროვეობის მთავარი საკითხები. ჩვენი ბრძოლის ველი კოლექტიურ დასავლეთთან.„ეკონომიკაში კოლაფსი არ იქნება“ - დადო პირობა მედვედევმა. 2014 წელს, როდესაც რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესეს, ბატონი მედვედევი მთავრობის მეთაური იყო. ფორმალურად ეს იყო სასჯელი დონბასის თავზე ჩამოვარდნილი „ბოინგის“ გამო. სამაგიერო ყირიმისთვის.მაშინაც იყო პერსონალური სანქციები, სექტორული სანქციები. ბანკებზე, გაზზე, ნავთობზე. ვისაც აინტერესებს დეტალები, შეუძლია წაიკითხოს Deutsche Welle.ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ „რუსეთის ეკონომიკა ნაკუწებადაა ქცეული“. როგორ არა. სინამდვილეში - ობამას გასაგონად - რუსეთში მაშინ რუბლის კურსი დაეცა, სამაგიეროდ ახალი რეკორდები დაამყარა იპოთეკამ. გასაოცარია, არა?2016 წელს ახალი სანქციები წამოვიდა - აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო. და იქ კვლავ რაღაც იყო, ჩვენ კი კარგად ვერც შევნიშნეთ. შემდეგ დაიწყო კორონავირუსის პანდემია და ამ გლობალურ კრიზისს რუსეთმა ჩვეული მანერით უპასუხა - მორიგი იპოთეკური ბუმით. თუ ესეც არაა მდგრადი ეკონომიკა, მაშინ აღარც ვიცი, რას ნიშნავს მდგრადობა.როგორც მედვედევმა აღნიშნა, „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პირველი ჟესტების შემდეგ თანდათანობით იწყებს თავისი „ურყევი“ პოზიციებიდან ჩამოსვლას. უკვე გაისმა ფრთხილი განცხადებები სანქციების უმრავლესობის შესაძლო გაუქმებაზე... მით უფრო, რომ აშშ-სა და ევროპაში ენერგომატარებლების ფასებთან დაკავშირებით მეტად ცუდი სიტუაციაა“.„მეტად ცუდი“ ნიშნავს არა უბრალოდ რაღაც რყევებს ბირჟაზე, არამედ იმას, რომ ფასები იზრდება ელვისებური სისწრაფით, მოქალაქეების ხელფასები კი ადგილიდან არ იძვრის.დიმიტრი მედვედევის ტექსტის კვალდაკვალ Fox News-ზე გავიდა საკულტო წამყვანის ტაკერ კარლსონის მორიგი გადაცემა. აქ უფრო მეტს ითვლიან, ვიდრე საუბრობენ. თორმეტი კვერცხი სან-ფრანცისკოში უკვე თითქმის ხუთი დოლარი ღირს, ერთი ფუნტი ბეკონი ნიუ-იორკში - შვიდ დოლარზე მეტი და ა.შ. „ფასები სამ დღეში ერთხელ იცვლება. თითქოს ვაიმარი ან ზიმბაბვეა“, – ამბობს ტაკერ კარლსონი.აქ, როგორც წესი, მკითხველი ღიზიანდება და ჩვენს ფასებს იხსენებს. არც კი ვიცი, როგორ ავხსნა... საქმე ის კი არაა, რომ თორმეტი ცალი კვერცხი ხუთასი რუბლი ღირს, ერთი კათხა ლუდი ბარში კი - ათასი. ნებისმიერს, ვისაც ცოტა ხანს მაინც უცხოვრია ამერიკაში, შესანიშნავად ესმის იქაური სიღარიბის პარადოქსული ხასიათი.რამდენიმე წლის წინ დღეში 50 დოლარით ხელში აშშ-ში თავს ღარიბად იგრძობდი, არ გეცოდინებოდა, სად გაატარებდი მომდევნო ღამეს. დღეს ძნელი წარმოსადგენია, რამდენი სჭირდება ამერიკელს დღეში, რათა ნორმალურად იკვებოს, სადმე დაიძინოს და მანქანას მოუაროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრაქტიკულად არარსებობისა და ტაქსის გიჟური ფასების პირობებში მანქანის ყოლა შტატებში აუცილებელია.მაშინ, როცა რუსეთში შეიძლება უბილეთოდ მგზავრობა, ჩამოფასებულის ყიდვა, „კომუნალურის“ არგადახდა - აშშ-ში არავითარი ასეთი თავის დასაძვრენი საშუალება არ დარჩა. ნებისმიერ უცხოელს აშშ-ში აქვს განცდა, რომ ფულს ჯიბიდან ჰაერიც კი იწოვს, თითქოს სუნთქვისთვისაც უნდა იხადო. არადა, იქაური მოქალაქეების ხელფასები ხომ არ იზრდება. ლოს-ანჯელესში მანქანის ბაკის ბენზინით გავსება 180 დოლარამდე ჯდებოდა, დღეს კი უფრო ძვირია.ამერიკაში ქურდობის ახალი სახეობა გაჩნდა - ადამიანები ეპარებიან სხვის მანქანებს, ხვრეტენ ბენზინის ავზებს და საწვავს იპარავენ. ავტომფლობელს უწევს ახალი ბენზინის ავზის შეძენა, რომელიც ათას დოლარზე ნაკლები არ ღირს.ამერიკელები თანდათან აცნობიერებენ, რომ ბენზინის ფასი ყველაფერზე მოქმედებს - საკვების, ავეჯის, ტექნიკის, მიწოდების ფასებზე. ძვირდება ყველაფერი და ამ გაძვირების ტემპი ვერანაირად ვერ ერგება ოფიციალურ ინფლაციას. ადამიანები, დასაქმებულები, უბრალოდ ვეღარ იკვებებიან. ნიუ-იორკში უფასო პროდუქტებზე რიგები რამდენიმე კვარტალზეა გადაჭიმული.„მთავრობა მაშინ ჩამოიშლება, როცა საკვები ძვირდება. მშიერი ხალხი საშიშია“, – აფრთხილებს ვაშინგტონს ჟურნალისტი კარლსონი.ჯერჯერობით კი ორი კვირაც არ გასულა დასავლეთის სანქციებიდან, მოსკოვის უზარმაზარი სუპერმარკეტის დახლები კი სავსეა უცნობი და შესანიშნავი რუსული საქონლით. საკონდიტრო ნაწარმი, ტრიკოტაჟი, შოკოლადი, სხვადასხვა სახის ყველი, ყირიმის ღვინო. როგორი დიდი და უხვია ჩვენი მიწა. ფასები კი, ფასები - ორჯერ-სამჯერ ნაკლებია ცნობილ დასავლურ ბრენდებზე.ამ დროს დაისმის კითხვა „რიტეილერების“ მიმართ: ადრე რატომ არ გამოგქონდათ დახლებზე მთელი ეს გემრიელობა? იმედია, რუსული პროდუქცია მომავალში გაიკვალავს გზას ყველაზე მოდურ მოსკოვურ მაღაზიებში და უკან ჩამოიტოვებს დასავლურ კონკურენტებს.უკრაინაში „სპეცოპერაციის“ კრიტიკოსები უთითებენ, რომ რუბლის დევალვაციამ და ინფლაციამ რუსეთში საშუალო ფენა გაანადგურა. მეჩვენება, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური ტურბულენტობა ქმნის მას. დიახ, იმპორტული ხარახურის პრესტიჟული მოხმარებით გატაცებული ადამიანები დღეს ნამდვილად არ გრძნობენ თავს კარგად. სამაგიეროდ არიან ისეთებიც, ვინც საკუთარ თავს უარს ეუბნებოდა ხარახურაზე და ფულს უძრავ ქონებაში აბანდებდა, დღეს კი, როდესაც მისი ფასი ასე გაზრდილია, დათესილს იმკის.მაგრამ სწორედ უძრავი ქონების მფლობელები არიან ქვეყნის ნამდვილი საშუალო კლასი. რომელ დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, თუ საკუთარი სახლი არ გაქვს? ამას ვერავითარი ბრენდული ტანსაცმელი ვერ შეცვლის. დღეს უძრავი ქონების მფლობელების რაოდენობით რუსეთი მსოფლიო ლიდერობისკენ ისწრაფვის და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. აშშ-ში კი სახლების მფლობელთა რაოდენობა სწრაფად იკლებს.ჰონკონგის გაზეთი South China Morning Post-ი, რომელიც ნამდვილად არ არის რუსეთის გულშემატკივარი, აცხადებს, რომ ანტირუსულმა სანქციებმა ამერიკული დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის კომპრომეტირება გამოიწვია. მსოფლიოს ქვეყნები ეცდებიან სხვა ვალუტებზე გადავიდნენ, მათ შორის, ჩინურ იუანზე.თუმცა, თუ სიმართლე გინდათ, რუსული „ცენტრობანკისთვის“ ფულის მოპარვამ ყველა ვალუტა ეჭვქვეშ დააყენა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იაპონიამ, ინდოეთმა, სამხრეთ კორეამ თავიანთი რეზერვები ჩინურ იუანში გადაიყვანონ. თავად ჩინეთიც ვერ მისცემს თავს უფლებას, თავისი ტრილიონობით დოლარი იუანში გადაიტანოს. ჩნდება გამაოგნებელი, რაღაც შუასაუკუნოვანი გზა ჩინეთისთვის - დაიქირაოს მთელ მსოფლიოში ხომალდები, დატვირთოს ნავთობით და შეინახოს რეზერვების სახით. ხომ კარგია?შუა საუკუნეები, საითაც ექაჩებიან მსოფლიოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გამოირჩეოდა პროდუქტის არასტაბილურობის მაღალი დონით. მაშინ, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები რეგულარულად შიმშილობდნენ. დღეს შიმშილი არა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს ემუქრება. მათი დახმარება დღეს უკვე შესაძლებელია. რუსეთი უკვე მასობრივად გზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში.ნატურალური მასობრივი შიმშილი ამ შემოდგომაზე ემუქრება ქვეყნებს, რომელთა ცხოვრების დონე სულ ახლახან ყველა დანარჩენი სახელმწიფოსთვის საოცნებო იყო. აშშ თავისი ანტირუსული სანქციებით პირველი კანდიდატია.განვაგრძოთ დიმიტრი მედვედევის ციტირება: „აშშ-სა და ევროპაში ენერგომატარებლების ფასების მხრივ მეტად ცუდი სიტუაციაა და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, ეს რუსეთს გადააბრალოს. მაგრამ ამ ქვეყნების მოსახლეობა ისე არაა გამოჩერჩეტებული. მათ ყველაფერი ესმით და მალე მოსთხოვენ პასუხს ხელისუფლებას „ანტირუსული სანქციებისთვის“, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეთა ჯიბეებიდან ფინანსდება“.რაღაც ამდაგვარს უკვე ხვდებიან აშშ-შიც. „როდესაც ადამიანები საკვების შეძენის უფლებას ვერ აძლევენ თავს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც საშინელის წინაშე ვართ. გაღვიძების დროა, თან რაც შეიძლება სწრაფად“, – აფრთხილებს ტაკერ კარლსონი ამერიკის ხელისუფლებას. გაიგონებენ კი?რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1c/250467043_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_c13b0ed97c496113caeeea53dbfaabf2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ასპექტზე - ეკონომიკურზე. ბირთვული იარაღი ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, უკრაინაში კონფლიქტის უფრო მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაზრდას აკავებს.
სამაგიეროდ ნამდვილი გლობალური ომია გაჩაღებული სწორედ ეკონომიკის ველზე. რას შეჭამენ ადამიანები, რას ჩაიცვამენ, რამდენს გადაიხდიან ბენზინში და კომუნალურ მომსახურებაში - აი თანამედროვეობის მთავარი საკითხები. ჩვენი ბრძოლის ველი კოლექტიურ დასავლეთთან.
„ეკონომიკაში კოლაფსი არ იქნება“ - დადო პირობა მედვედევმა. 2014 წელს, როდესაც რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესეს, ბატონი მედვედევი მთავრობის მეთაური იყო. ფორმალურად ეს იყო სასჯელი დონბასის თავზე ჩამოვარდნილი „ბოინგის“ გამო. სამაგიერო ყირიმისთვის.
მაშინაც იყო პერსონალური სანქციები, სექტორული სანქციები. ბანკებზე, გაზზე, ნავთობზე. ვისაც აინტერესებს დეტალები, შეუძლია წაიკითხოს Deutsche Welle.
ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ „რუსეთის ეკონომიკა ნაკუწებადაა ქცეული“. როგორ არა. სინამდვილეში - ობამას გასაგონად - რუსეთში მაშინ რუბლის კურსი დაეცა, სამაგიეროდ ახალი რეკორდები დაამყარა იპოთეკამ. გასაოცარია, არა?
2016 წელს ახალი სანქციები წამოვიდა - აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო. და იქ კვლავ რაღაც იყო, ჩვენ კი კარგად ვერც შევნიშნეთ. შემდეგ დაიწყო კორონავირუსის პანდემია და ამ გლობალურ კრიზისს რუსეთმა ჩვეული მანერით უპასუხა - მორიგი იპოთეკური ბუმით. თუ ესეც არაა მდგრადი ეკონომიკა, მაშინ აღარც ვიცი, რას ნიშნავს მდგრადობა.
როგორც მედვედევმა აღნიშნა, „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პირველი ჟესტების შემდეგ თანდათანობით იწყებს თავისი „ურყევი“ პოზიციებიდან ჩამოსვლას. უკვე გაისმა ფრთხილი განცხადებები სანქციების უმრავლესობის შესაძლო გაუქმებაზე... მით უფრო, რომ აშშ-სა და ევროპაში ენერგომატარებლების ფასებთან დაკავშირებით მეტად ცუდი სიტუაციაა“.
„მეტად ცუდი“ ნიშნავს არა უბრალოდ რაღაც რყევებს ბირჟაზე, არამედ იმას, რომ ფასები იზრდება ელვისებური სისწრაფით, მოქალაქეების ხელფასები კი ადგილიდან არ იძვრის.
დიმიტრი მედვედევის ტექსტის კვალდაკვალ Fox News-ზე გავიდა საკულტო წამყვანის ტაკერ კარლსონის მორიგი გადაცემა. აქ უფრო მეტს ითვლიან, ვიდრე საუბრობენ. თორმეტი კვერცხი სან-ფრანცისკოში უკვე თითქმის ხუთი დოლარი ღირს, ერთი ფუნტი ბეკონი ნიუ-იორკში - შვიდ დოლარზე მეტი და ა.შ. „ფასები სამ დღეში ერთხელ იცვლება. თითქოს ვაიმარი ან ზიმბაბვეა“, – ამბობს ტაკერ კარლსონი.
აქ, როგორც წესი, მკითხველი ღიზიანდება და ჩვენს ფასებს იხსენებს. არც კი ვიცი, როგორ ავხსნა... საქმე ის კი არაა, რომ თორმეტი ცალი კვერცხი ხუთასი რუბლი ღირს, ერთი კათხა ლუდი ბარში კი - ათასი. ნებისმიერს, ვისაც ცოტა ხანს მაინც უცხოვრია ამერიკაში, შესანიშნავად ესმის იქაური სიღარიბის პარადოქსული ხასიათი.
რამდენიმე წლის წინ დღეში 50 დოლარით ხელში აშშ-ში თავს ღარიბად იგრძობდი, არ გეცოდინებოდა, სად გაატარებდი მომდევნო ღამეს. დღეს ძნელი წარმოსადგენია, რამდენი სჭირდება ამერიკელს დღეში, რათა ნორმალურად იკვებოს, სადმე დაიძინოს და მანქანას მოუაროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრაქტიკულად არარსებობისა და ტაქსის გიჟური ფასების პირობებში მანქანის ყოლა შტატებში აუცილებელია.
მაშინ, როცა რუსეთში შეიძლება უბილეთოდ მგზავრობა, ჩამოფასებულის ყიდვა, „კომუნალურის“ არგადახდა - აშშ-ში არავითარი ასეთი თავის დასაძვრენი საშუალება არ დარჩა. ნებისმიერ უცხოელს აშშ-ში აქვს განცდა, რომ ფულს ჯიბიდან ჰაერიც კი იწოვს, თითქოს სუნთქვისთვისაც უნდა იხადო. არადა, იქაური მოქალაქეების ხელფასები ხომ არ იზრდება. ლოს-ანჯელესში მანქანის ბაკის ბენზინით გავსება 180 დოლარამდე ჯდებოდა, დღეს კი უფრო ძვირია.
ამერიკაში ქურდობის ახალი სახეობა გაჩნდა - ადამიანები ეპარებიან სხვის მანქანებს, ხვრეტენ ბენზინის ავზებს და საწვავს იპარავენ. ავტომფლობელს უწევს ახალი ბენზინის ავზის შეძენა, რომელიც ათას დოლარზე ნაკლები არ ღირს.
ამერიკელები თანდათან აცნობიერებენ, რომ ბენზინის ფასი ყველაფერზე მოქმედებს - საკვების, ავეჯის, ტექნიკის, მიწოდების ფასებზე. ძვირდება ყველაფერი და ამ გაძვირების ტემპი ვერანაირად ვერ ერგება ოფიციალურ ინფლაციას. ადამიანები, დასაქმებულები, უბრალოდ ვეღარ იკვებებიან. ნიუ-იორკში უფასო პროდუქტებზე რიგები რამდენიმე კვარტალზეა გადაჭიმული.
„მთავრობა მაშინ ჩამოიშლება, როცა საკვები ძვირდება. მშიერი ხალხი საშიშია“, – აფრთხილებს ვაშინგტონს ჟურნალისტი კარლსონი.
ჯერჯერობით კი ორი კვირაც არ გასულა დასავლეთის სანქციებიდან, მოსკოვის უზარმაზარი სუპერმარკეტის დახლები კი სავსეა უცნობი და შესანიშნავი რუსული საქონლით. საკონდიტრო ნაწარმი, ტრიკოტაჟი, შოკოლადი, სხვადასხვა სახის ყველი, ყირიმის ღვინო. როგორი დიდი და უხვია ჩვენი მიწა. ფასები კი, ფასები - ორჯერ-სამჯერ ნაკლებია ცნობილ დასავლურ ბრენდებზე.
ამ დროს დაისმის კითხვა „რიტეილერების“ მიმართ: ადრე რატომ არ გამოგქონდათ დახლებზე მთელი ეს გემრიელობა? იმედია, რუსული პროდუქცია მომავალში გაიკვალავს გზას ყველაზე მოდურ მოსკოვურ მაღაზიებში და უკან ჩამოიტოვებს დასავლურ კონკურენტებს.
უკრაინაში „სპეცოპერაციის“ კრიტიკოსები უთითებენ, რომ რუბლის დევალვაციამ და ინფლაციამ რუსეთში საშუალო ფენა გაანადგურა. მეჩვენება, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური ტურბულენტობა ქმნის მას. დიახ, იმპორტული ხარახურის პრესტიჟული მოხმარებით გატაცებული ადამიანები დღეს ნამდვილად არ გრძნობენ თავს კარგად. სამაგიეროდ არიან ისეთებიც, ვინც საკუთარ თავს უარს ეუბნებოდა ხარახურაზე და ფულს უძრავ ქონებაში აბანდებდა, დღეს კი, როდესაც მისი ფასი ასე გაზრდილია, დათესილს იმკის.
მაგრამ სწორედ უძრავი ქონების მფლობელები არიან ქვეყნის ნამდვილი საშუალო კლასი. რომელ დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, თუ საკუთარი სახლი არ გაქვს? ამას ვერავითარი ბრენდული ტანსაცმელი ვერ შეცვლის. დღეს უძრავი ქონების მფლობელების რაოდენობით რუსეთი მსოფლიო ლიდერობისკენ ისწრაფვის და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. აშშ-ში კი სახლების მფლობელთა რაოდენობა სწრაფად იკლებს.
ჰონკონგის გაზეთი South China Morning Post-ი, რომელიც ნამდვილად არ არის რუსეთის გულშემატკივარი, აცხადებს, რომ ანტირუსულმა სანქციებმა ამერიკული დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის კომპრომეტირება გამოიწვია. მსოფლიოს ქვეყნები ეცდებიან სხვა ვალუტებზე გადავიდნენ, მათ შორის, ჩინურ იუანზე.
თუმცა, თუ სიმართლე გინდათ, რუსული „ცენტრობანკისთვის“ ფულის მოპარვამ ყველა ვალუტა ეჭვქვეშ დააყენა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იაპონიამ, ინდოეთმა, სამხრეთ კორეამ თავიანთი რეზერვები ჩინურ იუანში გადაიყვანონ. თავად ჩინეთიც ვერ მისცემს თავს უფლებას, თავისი ტრილიონობით დოლარი იუანში გადაიტანოს. ჩნდება გამაოგნებელი, რაღაც შუასაუკუნოვანი გზა ჩინეთისთვის - დაიქირაოს მთელ მსოფლიოში ხომალდები, დატვირთოს ნავთობით და შეინახოს რეზერვების სახით. ხომ კარგია?
შუა საუკუნეები, საითაც ექაჩებიან მსოფლიოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გამოირჩეოდა პროდუქტის არასტაბილურობის მაღალი დონით. მაშინ, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები რეგულარულად შიმშილობდნენ. დღეს შიმშილი არა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს ემუქრება. მათი დახმარება დღეს უკვე შესაძლებელია. რუსეთი უკვე მასობრივად გზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში.
ნატურალური მასობრივი შიმშილი ამ შემოდგომაზე ემუქრება ქვეყნებს, რომელთა ცხოვრების დონე სულ ახლახან ყველა დანარჩენი სახელმწიფოსთვის საოცნებო იყო. აშშ თავისი ანტირუსული სანქციებით პირველი კანდიდატია.
განვაგრძოთ დიმიტრი მედვედევის ციტირება: „აშშ-სა და ევროპაში ენერგომატარებლების ფასების მხრივ მეტად ცუდი სიტუაციაა და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, ეს რუსეთს გადააბრალოს. მაგრამ ამ ქვეყნების მოსახლეობა ისე არაა გამოჩერჩეტებული. მათ ყველაფერი ესმით და მალე მოსთხოვენ პასუხს ხელისუფლებას „ანტირუსული სანქციებისთვის“, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეთა ჯიბეებიდან ფინანსდება“.
რაღაც ამდაგვარს უკვე ხვდებიან აშშ-შიც. „როდესაც ადამიანები საკვების შეძენის უფლებას ვერ აძლევენ თავს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც საშინელის წინაშე ვართ. გაღვიძების დროა, თან რაც შეიძლება სწრაფად“, – აფრთხილებს ტაკერ კარლსონი ამერიკის ხელისუფლებას. გაიგონებენ კი?
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე