მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ალენ დელონს ევთანაზიით „წასვლა“ სურს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიალენ დელონი
ალენ დელონი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ფრანგული კინოს ლეგენდას ალენ დელონს არ სურს დაელოდოს, როდის წააქცევს ღრმა სიბერე და გადაწყვიტა, რომ ევთანაზიის უფლებით ისარგებლებს, რისთვისაც შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად, იუწყება Le Point-ი მსახიობის უფროს ვაჟზე ენტონიზე დაყრდნობით.
შვეიცარიაში ევთანაზია კანონით დაშვებულია.

„მამას დავპირდი, რომ მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ ევთანაზიის დრო დადგა, მის გვერდით ვიქნები. <...> დიახ, ეს სიმართლეა და ამის შესახებ თავად მთხოვა“, — თქვა ენტონი დელონმა ტელეარხ RTL-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ მას უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება — 2021 წლის იანვარში მან სწორედ ასე გააცილა უკანასკნელ გზაზე დედა, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ჰქონდა.
„მე ბოლო წუთამდე დედასთან ვიყავი. მან თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევთანაზიის გზით წასულიყო იმ სამყაროში, თუმცა, საბედნიეროდ, ამ მეთოდის გამოყენება აღარ დაგვჭირდა. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა, გვჭეროდა მისი ხელი და გვეყურებინა, როგორ ტოვებდა სიცოცხლე<..> საბოლოოდ ის თავისით წავიდა“, — განაცხადა ენტონიმ.
მისი თქმით, ალენ დელონმა, რომელიც ძალიან შეძრა ნატალის ამბავმა, არაერთხელ მიანიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ევთანაზიას მიმართავს და ამ რადიკალური ნაბიჯისა არ შეეშინდება.
მაგალითად, ტელეარხ TV5 Monde-სთან ინტერვიუში ალენ დელონმა განაცხადა, რომ ის ევთანაზიის მომხრეა, ვინაიდან ეს „ყველაზე ლოგიკურ და ბუნებრივ გამოსავლად“ მიაჩნია, მით უმეტეს, რომ შვეიცარიაში ცხოვრობს, სადაც ევთანაზია ნებადართულია.
„რაღაც ასაკიდან, რაღაც მომენტიდან ყველას გვაქვს უფლება, წავიდეთ ასე წყნარად — ყოველგვარი საავადმყოფოებისა და ნემსების გარეშე“, — თქვა მსახიობმა.
ალენ დელონი ამჟამად 86 წლისაა. 2019 წელს მან ორმაგი ინსულტი გადაიტანა, თუმცა ნელ-ნელა გამოკეთდა და ახლა თავისით დადის, ოღონდ ხელჯოხის დახმარებით.
წყარო: Le Point
ყველა ახალი ამბავი
0