https://sputnik-georgia.com/20220320/telekompania-formulis-gadamreb-jgufze-tavdasxmis-faqtze-dakavebuls-brali-waredgina-265356899.html
ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა
ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.
2022-03-20T15:35+0400
2022-03-20T15:35+0400
2022-03-20T18:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებულ დ.ვ.-ს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.17 მარტს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე - ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ოპერატორის თანაშემწეზე - ინტერვიუს ჩაწერის დროს თავს დაესხნენ.გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებით, შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.საქართველოს პროკურატურამ დ.ვ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ადგილზე მალევე მისულ ტელეარხ „ფორმულის“ მეორე გადამღებ ჯგუფთან საუბარში თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა მისი „პირადი სივრცე“ დაარღვიეს.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დ.ვ. 18 მარტს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - საქართველოს გენერალური პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტი ოპერატორი თანაშემწე თავდასხმა ფაქტი დაკავებული პირი ბრალი წარდგენა
ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტი ოპერატორი თანაშემწე თავდასხმა ფაქტი დაკავებული პირი ბრალი წარდგენა
ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა
15:35 20.03.2022 (განახლებულია: 18:47 20.03.2022) საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებულ დ.ვ.-ს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 მარტს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე - ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ოპერატორის თანაშემწეზე - ინტერვიუს ჩაწერის დროს თავს დაესხნენ.
გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებით, შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობის გამო, ჟურნალისტების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა ბარში მყოფმა დ.ვ.-მ, რომელმაც შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით სამივე ჟურნალისტისგან მოითხოვა პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და ბარის დატოვება. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, დ.ვ.-მ სამივე ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს.
საქართველოს პროკურატურამ დ.ვ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ადგილზე მალევე მისულ ტელეარხ „ფორმულის“ მეორე გადამღებ ჯგუფთან საუბარში თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა მისი „პირადი სივრცე“ დაარღვიეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დ.ვ. 18 მარტს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.