თბილისის ზოგიერთ რაიონში დიდთოვლობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია

© photo: Sputnik / Stringerთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2022
გამოწერა
დედაქალაქში მოსული უხვი თოვლის გამო შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, აცხადებენ თბილისის მერიაში
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მუნიციპალური ავტობუსების მომსახურება ამ დროისთვის სრულად არის შეჩერებული შემდეგ მარშრუტებზე:
N4 ბარათაშვილი – წავკისი;
N10 ბარათაშვილი -კოჯორი;
N29 სადგურის მოედანი – სოფელი თხინვალა;
N89 ვაჟა-ფშაველას მე-4 მკრ.( ვეძისი ) – დიდუბე;
N90 ბარათაშვილი – ოქროყანა (მთაწმინდა);
N99 მს დელისი – ნუცუბიძის მე-5 მ/რ;
N103 ბარათაშვილი – ტაბახმელა;
N106 ბარათაშვილი – კიკეთი;
N112 ბარათაშვილი – შინდისი;
N334 მეტროს სადგური „დელისი“ – წყნეთი;
N363 სახ. უნივერსიტეტი – სოფელი თხინვალა
ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე:
N6 ბარათაშვილი – პოლიტკოვსკაიას ქ.
N18 მეტროს სადგური „ისანი“ - პატარა ლილო;
N27 სადგურის მოედანი – ვაშლიჯვარი;
N47 სადგურის მოედანი – ნუცუბიძე;
N88 ბარათაშვილი – ნუცუბიძე
N107 მეტროს სადგური „დელისი“ – სოფელი ლისი (წოდორეთი);
N301 წმინდა ბარბარეს უბანი – პოლიტკოვსკაიას ქ.
N332 სადგურის მოედანი – ნუცუბიძე.
„უხვმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა ცენტრალურ და შიდა გზებზე მიმდინარეობს. სამუშაოებში ასევე ჩართულები არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობები“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში 4 ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში.
თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
წყარო - თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0