https://sputnik-georgia.com/20220320/saqartvelos-gzebze-axali-sezrudvebi-dawesda-265351363.html
დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე ახალი შეზღუდვები დაწესდა
დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე ახალი შეზღუდვები დაწესდა
Sputnik საქართველო
შეზღუდვები საქართველოს მასშტაბით მოქმედებს
2022-03-20T10:43+0400
2022-03-20T10:43+0400
2022-03-20T10:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264006276_18:0:2470:1379_1920x0_80_0_0_a986b5529d1301c94ec9f1eb1fb04f03.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. დიდთოვლობის გამო საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე მთელი რიგი შეზღუდვები ამოქმედდა.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინული და ცუდი მხედველობა) შეზღუდვები შემდეგი მიმართულებით ამოქმედდა:თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 28–120-ე კმ (ნატახტარი-აგარები) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 55-83-ეკმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გარდა ამისა, მოქმედებს გუშინ დაწესებული შეზღუდვები.გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები მოიხსნა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264006276_316:0:2155:1379_1920x0_80_0_0_953d61079d47fdd923031da3780ba6c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდთოვლობა საქართველო გზები შეზღუდვები
დიდთოვლობა საქართველო გზები შეზღუდვები
დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე ახალი შეზღუდვები დაწესდა
შეზღუდვები საქართველოს მასშტაბით მოქმედებს
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. დიდთოვლობის გამო საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე მთელი რიგი შეზღუდვები ამოქმედდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინული და ცუდი მხედველობა) შეზღუდვები შემდეგი მიმართულებით ამოქმედდა:
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 28–120-ე კმ (ნატახტარი-აგარები) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 55-83-ეკმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარდა ამისა, მოქმედებს გუშინ დაწესებული
შეზღუდვები.
გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები მოიხსნა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.