საქართველომ გაიუმჯობესა პოზიციები ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში: გაეროს ვერსია

© Sputnik / STRINGER ძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2022
გამოწერა
საქართველო სიაში ისეთ ქვეყნებს შორისაა, როგორებიცაა გაბონი და ნიგერის რესპუბლიკა. უახლოესი მეზობლებიდან საქართველოს შემდეგ მოდის თურქეთი - 112-ე ადგილი
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველომ შარშანდელთან შედარებით სამი პუნქტით გაიუმჯობესა პოზიცია და გაეროს ვერსიით 2021 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 105-ე ადგილი დაიკავა.
20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. დღესასწაული გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს დააწესა.
საქართველო სიაში ისეთ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, როგორებიცაა გაბონი და ნიგერის რესპუბლიკა. უახლოესი მეზობლებიდან საქართველოს შემდეგ მოდის თურქეთი - 112-ე ადგილი.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ტოპ 10: ფინეთი, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, შვედეთი, ნორვეგია, ისრაელი და ახალი ზელანდია.
ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებს შორის ბედნიერების რეიტინგში ლიდერობენ ლიეტუვა (34), ესტონეთი (36) და ყაზახეთი (40). რუსეთი 80-ე ადგილზეა, სომხეთი იკავებს 82-ე პოზიციას, აზერბაიჯანი - 92-ეს, უკრაინა - 98-ეს.
გაეროს ვერსიით, ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყნებია ლიბანი და ავღანეთი (რეიტინგის ბოლო ხაზი).
წყარო - გაეროს 2021 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი
ყველა ახალი ამბავი
0