https://sputnik-georgia.com/20220320/qartvelma-borjralosnebma-evropis-cempionati-moiges-265361045.html
ქართველმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს
ქართველმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პრესტიჟულ თასს მე-14-ედ დაეუფლა
2022-03-20T21:19+0400
2022-03-20T21:19+0400
2022-03-20T21:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/79/244397930_0:0:1258:708_1920x0_80_0_0_415109b71b5496d94dc66f4c5e192d32.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში „დინამოს“ სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს 34 ქულით მოუგო.თბილისში ერთმანეთს ჯგუფის ორი ლიდერი დაუპირისპირდა. ესპანელებთან მატჩის წინ სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობა იყო: ესპანეთი - 17 ქულა, საქართველო - 15, პორტუგალია - 12, რუმინეთი - 9, ნიდერლანდები - 4 და რუსეთი - 1 ქულა.ლევან მაისაშვილმა მატჩზე ყველა უძლიერესი მოთამაშე დააყენა: გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჯანდაძე; სანდრო თოდუა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე, დავით ნინიაშვილი.თამაში ბორჯღალოსნების სასარგებლოდ ანგარიშით 49:15 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ლობჟანიძე აღიარეს.საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პრესტიჟული თასი მე-14-ედ მოიპოვა. მანამდე ბორჯღალოსნებმა უკვე გაინაღდეს საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2023 წელს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/79/244397930_98:0:1258:870_1920x0_80_0_0_f9484fe6df999d0093650b25b133f708.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო რაგბი ნაკრები ევროპა ჩემპიონატი მოგება
საქართველო რაგბი ნაკრები ევროპა ჩემპიონატი მოგება
ქართველმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს
21:19 20.03.2022 (განახლებულია: 21:23 20.03.2022) საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პრესტიჟულ ჯილდოს მე-14-ჯერ დაეუფლა
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში „დინამოს“ სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს 34 ქულით მოუგო.
თბილისში ერთმანეთს ჯგუფის ორი ლიდერი დაუპირისპირდა. ესპანელებთან მატჩის წინ სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობა იყო: ესპანეთი - 17 ქულა, საქართველო - 15, პორტუგალია - 12, რუმინეთი - 9, ნიდერლანდები - 4 და რუსეთი - 1 ქულა.
ლევან მაისაშვილმა მატჩზე ყველა უძლიერესი მოთამაშე დააყენა: გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჯანდაძე; სანდრო თოდუა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე, დავით ნინიაშვილი.
თამაში ბორჯღალოსნების სასარგებლოდ ანგარიშით 49:15 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ლობჟანიძე აღიარეს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პრესტიჟული თასი მე-14-ედ მოიპოვა. მანამდე ბორჯღალოსნებმა უკვე გაინაღდეს საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2023 წელს გაიმართება.