https://sputnik-georgia.com/20220320/miwieri-da-zecieri-tbilissi-zaal-bacanasvilis-gamofena-gaimarteba-265352242.html
მიწიერი და ზეციური: თბილისში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა გაიმართება
მიწიერი და ზეციური: თბილისში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა გაიმართება
მხატვრის თითოეული ნაწარმოები კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას უკავშირდება
2022-03-20T12:20+0400
2022-03-20T12:20+0400
2022-03-20T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო და კულტურა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24504/18/245041831_0:181:2997:1867_1920x0_80_0_0_f1183c32f80a0a0415529da236c620f9.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ქართველი მხატვრის, ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა „თეთრი წრე“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 22 მარტს გაიხსნება.გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 70-მდე ფერწერული ტილო, რომელთა ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს 12 აპრილამდე ექნებათ, იუწყებიან გამოფენის ორგანიზატორები. გამოფენის კურატორია მაკა ბეჟუაშვილი.ზაალ ბაჩანაშვილი 1954 წელს თელავის რაიონის სოფელ ლეჩურში დაიბადა. სამხატვრო განათლება მან 1968-1971 წლებში თელავის სამხატვრო სკოლაში მიიღო, ხოლო 1973 წლიდან სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო.ზაალ ბაჩანაშვილის არაერთი გამოფენა წარმატებით მოეწყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.მხატვრის თითოეული ნამუშევარი უკავშირდება კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას, რომლის არსი, მხატვრის რწმენით, მიწიერი და ყოფითი ცხოვრების ზეციურთან თანაზიარობაა.წყარო - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველო
2022
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24504/18/245041831_133:0:2864:2048_1920x0_80_0_0_49deb4cdfc03aa2f13c78597c28073f1.jpgახალი ამბები, საქართველო, საქართველო და კულტურა
მიწიერი და ზეციური: თბილისში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა გაიმართება
მხატვრის თითოეული ნაწარმოები კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას უკავშირდება
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ქართველი მხატვრის, ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა „თეთრი წრე“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 22 მარტს გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 70-მდე ფერწერული ტილო, რომელთა ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს 12 აპრილამდე ექნებათ, იუწყებიან გამოფენის ორგანიზატორები. გამოფენის კურატორია მაკა ბეჟუაშვილი.
ზაალ ბაჩანაშვილი 1954 წელს თელავის რაიონის სოფელ ლეჩურში დაიბადა. სამხატვრო განათლება მან 1968-1971 წლებში თელავის სამხატვრო სკოლაში მიიღო, ხოლო 1973 წლიდან სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო.
ზაალ ბაჩანაშვილის არაერთი გამოფენა წარმატებით მოეწყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მხატვრის თითოეული ნამუშევარი უკავშირდება კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას, რომლის არსი, მხატვრის რწმენით, მიწიერი და ყოფითი ცხოვრების ზეციურთან თანაზიარობაა.