https://sputnik-georgia.com/20220320/aris-tu-ara-qveyanasi-deltakronit-inficirebis-semtxvevebi-amiran-gamyrelizis-ganmarteba-265361290.html
არის თუ არა ქვეყანაში „დელტაკრონით“ ინფიცირების შემთხვევები: ამირან გამყრელიძის განმარტება
არის თუ არა ქვეყანაში „დელტაკრონით“ ინფიცირების შემთხვევები: ამირან გამყრელიძის განმარტება
Sputnik საქართველო
აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43,6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს, განაცხადა ეპიდემიოლოგმა
2022-03-20T21:38+0400
2022-03-20T21:38+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264690433_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_a292435d88261fbd106f6429a09ed869.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - „დელტაკრონის“ ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.მარტში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა. ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევების სულ უფრო ნაკლები რაოდენობა, დღე-ღამეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-15-მდე შემცირდა.გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია. ასე მაგალითად, თუ იანვარში ერთ დღეში 7 ათასამდე ადამიანი იცრებოდა, თებერვალში ეს მაჩვენებელი 3 ათასამდე შემცირდა, მარტში - ათასამდე.„აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43,6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის“ მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში“, - განაცხადა გამყრელიძემ.ეპიდემიოლოგის თქმით, ბუსტერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ნამდვილად იცავს ინფიცირების, გამწვავებისა და გარდაცვალებისგან.იანვარ-თებერვალში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი გადაიტანა. ახალი შტამი - „ომიკრონი“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ 31 იანვარს ინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.„ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 26 დეკემბერს დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264690433_0:583:1952:2047_1920x0_80_0_0_c1f5735430fd063732d723ff0490268a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო „დელტაკრონი“ ინფიცირება შემთხვევები ამირან გამყრელიძე განმარტება
საქართველო „დელტაკრონი“ ინფიცირება შემთხვევები ამირან გამყრელიძე განმარტება
არის თუ არა ქვეყანაში „დელტაკრონით“ ინფიცირების შემთხვევები: ამირან გამყრელიძის განმარტება
21:38 20.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) აცრილია მხოლოდ ზრდასრული მოსახლეობის 43,6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს, განაცხადა ეპიდემიოლოგმა
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - „დელტაკრონის“ ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მარტში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა. ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევების სულ უფრო ნაკლები რაოდენობა, დღე-ღამეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-15-მდე შემცირდა.
„ჩვენი ცენტრი აკეთებს შტამების მონიტორინგს, გვაქვს რამდენიმე ბაზა, საიდანაც ვაკვირდებით და ვაკეთებთ სეკვენირებას. ჯერჯერობით ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, თუმცა ყველა ქვეყანაში არის ალბათობა, რომ ახალი შტამი გაჩნდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირებულია. ასე მაგალითად, თუ იანვარში ერთ დღეში 7 ათასამდე ადამიანი იცრებოდა, თებერვალში ეს მაჩვენებელი 3 ათასამდე შემცირდა, მარტში - ათასამდე.
„აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43,6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის“ მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის თქმით, ბუსტერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ნამდვილად იცავს ინფიცირების, გამწვავებისა და გარდაცვალებისგან.
იანვარ-თებერვალში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი გადაიტანა. ახალი შტამი - „ომიკრონი“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ 31 იანვარს ინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
„ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 26 დეკემბერს დაფიქსირდა.