https://sputnik-georgia.com/20220319/yvela-avtogasamart-sadgurze-manqanis-sanomre-nisnis-wamkitxveli-videokamerebi-damontajdeba-265348962.html
ყველა ავტოგასამართ სადგურზე მანქანის სანომრე ნიშნის წამკითხველი ვიდეოკამერები დამონტაჟდება
ყველა ავტოგასამართ სადგურზე მანქანის სანომრე ნიშნის წამკითხველი ვიდეოკამერები დამონტაჟდება
Sputnik საქართველო
ვიდეოდაკვირვების სისტემები უნდა იძლეოდეს არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
2022-03-19T20:12+0400
2022-03-19T20:12+0400
2022-03-19T20:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23288/14/232881420_0:176:3017:1873_1920x0_80_0_0_50fb0ff078810e02fa57a0c4c700ef60.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2023 წლის 1 ივნისიდან საქართველოს ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ავტომობილის სანომრე ნიშნის წამკითხველი ვიდეოკამერები უნდა დამონტაჟდეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.დოკუმენტის მიხედვით, ბენზინგასამართი სადგურების შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა იძლეოდეს საწვავ-სარიგებელ სვეტთან გაჩერებული ან არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას.რაც შეეხება გარე კამერებს, მათი საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის იმ პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა, სადაც ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს.შიდა და გარე პერიმეტრებზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ზუსტ რაოდენობასა და მათ ურთიერთგანლაგებას განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. ვიდეოგადაღება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო მიღებული ჩანაწერები არანაკლებ 30 დღის ვადით უნდა შეინახოს.საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს ვიდეოდაკვირვების კამერებს, 24-საათიან რეჟიმში იღებს შეტყობინებებს დახმარების თხოვნის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სამსახურებს: გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრებს, საპატრულო პოლიციის და სახანძრო-სამაშველო სამსახურებს.წყარო - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23288/14/232881420_142:0:2873:2048_1920x0_80_0_0_1a876ac674968d3ee392e37dd3d0bd66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ბენზინი სადგური ავტომობილი ნომერი ნიშანი იდენტიფიცრება ვიდეოკამერა მონტაჟი
საქართველო ბენზინი სადგური ავტომობილი ნომერი ნიშანი იდენტიფიცრება ვიდეოკამერა მონტაჟი
ყველა ავტოგასამართ სადგურზე მანქანის სანომრე ნიშნის წამკითხველი ვიდეოკამერები დამონტაჟდება
20:12 19.03.2022 (განახლებულია: 20:14 19.03.2022) ვიდეოდაკვირვების სისტემები უნდა იძლეოდეს არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2023 წლის 1 ივნისიდან საქართველოს ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ავტომობილის სანომრე ნიშნის წამკითხველი ვიდეოკამერები უნდა დამონტაჟდეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
დოკუმენტის მიხედვით, ბენზინგასამართი სადგურების შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა იძლეოდეს საწვავ-სარიგებელ სვეტთან გაჩერებული ან არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
რაც შეეხება გარე კამერებს, მათი საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის იმ პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა, სადაც ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს.
შიდა და გარე პერიმეტრებზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ზუსტ რაოდენობასა და მათ ურთიერთგანლაგებას განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. ვიდეოგადაღება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო მიღებული ჩანაწერები არანაკლებ 30 დღის ვადით უნდა შეინახოს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს ვიდეოდაკვირვების კამერებს, 24-საათიან რეჟიმში იღებს შეტყობინებებს დახმარების თხოვნის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სამსახურებს: გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრებს, საპატრულო პოლიციის და სახანძრო-სამაშველო სამსახურებს.