https://sputnik-georgia.com/20220319/sumo-tocinosino-martis-masoze-mesamed-damarcxda-265345772.html
სუმო: ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე მესამედ დამარცხდა - ვიდეო
სუმო: ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე მესამედ დამარცხდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ქართველი სუმოისტი ჰარუ ბაშოს მეშვიდე დღეს ჩიომარიუსთან დამარცხდა. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე იუტაკაიამა იქნება.
2022-03-19T15:41+0400
2022-03-19T15:41+0400
2022-03-20T23:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1a/249080948_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_4e148644ffa5b5fe039b96f37abb351a.jpg
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა.იაპონიაში 2022 წლის სუმოს მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეშვიდე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ჩიოტაირიუს (Chiyotairyu) დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.ამჟამად ქართველი სეკიტორის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 3 მარცხია. მისი შემდეგი მეტოქე სუპერტურნირის მე-8 დღეს მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 3 მოგება და 4 მარცხი აქვს.აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7-8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონი) დაქვეითებას ვეღარ გადარჩება. ამისთვის ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1a/249080948_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ab990c063bf53ee131a978bf22c47023.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სუმო ტოჩინოშინი მარტი ბაშო მარცხი ვიდეო
სუმო ტოჩინოშინი მარტი ბაშო მარცხი ვიდეო
სუმო: ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე მესამედ დამარცხდა - ვიდეო
15:41 19.03.2022 (განახლებულია: 23:30 20.03.2022) ქართველი სუმოისტი ჰარუ ბაშოს მეშვიდე დღეს ჩიომარიუსთან დამარცხდა. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე იუტაკაიამა იქნება.
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა.
იაპონიაში 2022 წლის სუმოს მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეშვიდე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ჩიოტაირიუს (Chiyotairyu) დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ამჟამად ქართველი სეკიტორის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 3 მარცხია. მისი შემდეგი მეტოქე სუპერტურნირის მე-8 დღეს მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 3 მოგება და 4 მარცხი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7-8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონი) დაქვეითებას ვეღარ გადარჩება. ამისთვის ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.