https://sputnik-georgia.com/20220319/ruseti-seertebuli-statebisa-da-evrokavsiris-winaarmdeg-sapasuxo-sanqciebze-musaobs-265345038.html
რუსეთი შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ საპასუხო სანქციებზე მუშაობს
რუსეთი შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ საპასუხო სანქციებზე მუშაობს
Sputnik საქართველო
მოსკოვი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არალეგიტიმურ და უპრეცედენტო მასშტაბის ზომებს უწოდებს
2022-03-19T15:01+0400
2022-03-19T15:01+0400
2022-03-21T09:07+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/13/265342257_0:0:3055:1719_1920x0_80_0_0_cae104169fbb508cc621d12beb026277.jpg
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. რუსეთის ხელისუფლება მუშაობს შესაბამის ზომებზე დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებზე საპასუხოდ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პარამონოვმა.დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დონბასში „სპეცოპერაციის“ დაწყების საპასუხოდ დაიწყეს. სანქციები მიმართულია საბანკო სექტორისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მიწოდების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბევრმა ბრენდმა ქვეყანაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.ამასთან, პარამონოვმა აღნიშნა, რომ სანქციები არ არის რუსეთის არჩევანი. მოსკოვს, მისი თქმით, არასდროს გამოუყენებია, კერძოდ, ენერგომომარაგება როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი, ხოლო რუსული კომპანიები აგრძელებენ ევროპისთვის ნახშირწყალბადების მიწოდების ვალდებულებების სრულად შესრულებას.საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ თავზეხელაღებული ბრძოლა ყველაფერ რუსულთან, რომელმაც ევროპა მოიცვა, აშკარა რასიზმს უტოლდება. ამავე დროს, მან აღნიშნა რომის პაპ ფრანცისკეს ძალისხმევა, რომელმაც „გამოავლინა გულწრფელი ინტერესი შეძლებისდაგვარად გაერკვეს უკრაინაში არსებულ ვითარებაში და საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს“.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინიდან დაახლოებით 3 მილიონი კაცი გავიდა ლტოლვილად. 14 მარტისთვის, გაეროსავე მონაცემებით, შესაძლოა 636 მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაღუპული, კიდევ 1.125 კი - დაშავებული.წყარო - РИА Новости
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/13/265342257_145:0:2876:2048_1920x0_80_0_0_71b4eefd72d9c46ad236dacc40416c50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი აშშ ევროკავშირი სანქციები პასუხი
რუსეთი აშშ ევროკავშირი სანქციები პასუხი
რუსეთი შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ საპასუხო სანქციებზე მუშაობს
15:01 19.03.2022 (განახლებულია: 09:07 21.03.2022) მოსკოვი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არალეგიტიმურ და უპრეცედენტო მასშტაბის ზომებს უწოდებს
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. რუსეთის ხელისუფლება მუშაობს შესაბამის ზომებზე დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებზე საპასუხოდ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პარამონოვმა.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დონბასში „სპეცოპერაციის“ დაწყების საპასუხოდ დაიწყეს. სანქციები მიმართულია საბანკო სექტორისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მიწოდების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბევრმა ბრენდმა ქვეყანაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მუშავდება რესტრიქციული ზომები აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არალეგიტიმურ სანქციებზე საპასუხოდ“, - მოჰყავს მისი სიტყვები РИА Новости-ს.
ამასთან, პარამონოვმა აღნიშნა, რომ სანქციები არ არის რუსეთის არჩევანი. მოსკოვს, მისი თქმით, არასდროს გამოუყენებია, კერძოდ, ენერგომომარაგება როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი, ხოლო რუსული კომპანიები აგრძელებენ ევროპისთვის ნახშირწყალბადების მიწოდების ვალდებულებების სრულად შესრულებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ თავზეხელაღებული ბრძოლა ყველაფერ რუსულთან, რომელმაც ევროპა მოიცვა, აშკარა რასიზმს უტოლდება. ამავე დროს, მან აღნიშნა რომის პაპ ფრანცისკეს ძალისხმევა, რომელმაც „გამოავლინა გულწრფელი ინტერესი შეძლებისდაგვარად გაერკვეს უკრაინაში არსებულ ვითარებაში და საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინიდან დაახლოებით 3 მილიონი კაცი გავიდა ლტოლვილად. 14 მარტისთვის, გაეროსავე მონაცემებით, შესაძლოა 636 მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაღუპული, კიდევ 1.125 კი - დაშავებული.