https://sputnik-georgia.com/20220319/erovnuli-banki-saqartvelosi-rusuli-sagadaxdo-sistema-miris-gamoyeneba-ar-seizleba-265349144.html
ეროვნული ბანკი: საქართველოში რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ გამოყენება არ შეიძლება
ეროვნული ბანკი: საქართველოში რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ გამოყენება არ შეიძლება
Sputnik საქართველო
საქართველოს საფინანსო სისტემა საგადახდო სისტემა „მირთან“ არ თანამშრომლობს.
2022-03-19T20:33+0400
2022-03-19T20:33+0400
2022-03-19T20:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262764589_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_f7c2dc75e09b948ec1d0eac3e02ad80e.jpg
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ნებისმიერი კომპანია საქართველოში, რომელიც რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ბარათებს მიიღებს, კანონს არღვევს და დაისჯება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.საერთაშორისო სისტემებმა VISA და Mastercard-მა 6 მარტს რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით რუსელმა „ალფა-ბანკმა“ განაცხადა, რომ VISA და Mastercard-ის ბარათები კვლავ იმუშავებს იმ ქვეყნებში, სადაც რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ბარათები მიიღება. ეს არის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, ვიეტნამი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.რეგულატორის განცხადებით, მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას ახდენს. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.მანამდე რეგულატორმა განაცხადა, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა საგადახდო სისტემა „მირთან“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის საფუძველზე არ თანამშრომლობს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ.წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262764589_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_5d7551c98cad56f2616cb9c51daa6d8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რეგულატორი ბანკი საქართველო სისტემა „მირი“ გამოყენება აკრძალვა
რეგულატორი ბანკი საქართველო სისტემა „მირი“ გამოყენება აკრძალვა
ეროვნული ბანკი: საქართველოში რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ გამოყენება არ შეიძლება
20:33 19.03.2022 (განახლებულია: 20:34 19.03.2022) საქართველოს საფინანსო სისტემა საგადახდო სისტემა „მირთან“ არ თანამშრომლობს.
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ნებისმიერი კომპანია საქართველოში, რომელიც რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ბარათებს მიიღებს, კანონს არღვევს და დაისჯება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საერთაშორისო სისტემებმა VISA და Mastercard-მა 6 მარტს რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით რუსელმა „ალფა-ბანკმა“ განაცხადა, რომ VISA და Mastercard-ის ბარათები კვლავ იმუშავებს იმ ქვეყნებში, სადაც რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ბარათები მიიღება. ეს არის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, ვიეტნამი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
„სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რეგულატორის განცხადებით, მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას ახდენს. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
მანამდე რეგულატორმა განაცხადა, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა საგადახდო სისტემა „მირთან“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის საფუძველზე არ თანამშრომლობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ.