დასავლეთის ქცევა მის არასაიმედოობას ადასტურებს - ლავროვი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2022
გამოწერა
დიპლომატმა აღნიშნული განცხადება უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინების გარეშე გააკეთა
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქცევა ადასტურებს მის არასანდოობას.
სერგეი ლავროვი შაბათს სიტყვით გამოვიდა კონკურს „რუსეთის ლიდერების" ტრეკის „საერთაშორისო" ფინალის გახსნაზე.
„რომც მოვახდინოთ აბსტრაგირება უკრაინის და სანქციების სიტუაციისგან, დასავლეთის ქცევა უბრალოდ ადასტურებს მის არასანდოობას, როგორც მსოფლიოს ნაწილის, სადაც ძირითადი ვალუტები აკუმულირდება, ან როგორც პარტნიორების ეკონომიკაში, ან როგორც ქვეყნების, სადაც ოქროს სავალუტო რეზერვების შენახვა იქნებოდა შესაძლებელი. უბრალოდ, მოგპარავენ“, - ციტირებს ლავროვს РИА Новости.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დონბასში „სპეცოპერაციის“ დაწყების საპასუხოდ დაიწყეს. სანქციები მიმართულია საბანკო სექტორისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მიწოდების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბევრმა ბრენდმა ქვეყანაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ადრე აღნიშნა, რომ დასავლურმა კომპანიებმა, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთთან მუშაობაზე, ეს უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ გააკეთეს, მაგრამ რუსეთი გადაჭრის ეკონომიკასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას, რომელსაც მას დასავლეთი უქმნის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეკავებისა და დასუსტების პოლიტიკა დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიაა და სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა მთლიანად გლობალურ ეკონომიკას. მისი თქმით, დასავლეთის მთავარი მიზანი მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუარესებაა.
პუტინმა ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთისთვის მისი სავალუტო რეზერვების გაყინვით ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადეს თავიანთ ვალდებულებებზე რუსეთის წინაშე. მან დასძინა, რომ მიმდინარე მოვლენები ნიშნავს დასავლეთის გლობალური დომინირების დასასრულს როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში.
წყარო - РИА Новости.
ყველა ახალი ამბავი
0