თბილისის ზოოპარკი: გადავარჩინოთ ცხოველები - უკრაინის ზოოპარკები დახმარებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
უკრაინის ზოოპარკები საზოგადოებისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ – ცხოველების გამოსაკვებად.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. თბილისის ზოოპარკი უკრაინის დედაქალაქ კიევის, ხარკოვისა და ნიკოლაევის ზოოპარკებისთვის ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უკრაინაში განვითარებული მძიმე მოვლენების გამო აღნიშნული ზოოპარკები საზოგადოების მხრიდან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ, რაც ცხოველების გამოსაკვებად სჭირდებათ.

„ზოოპარკები დახმარებას სთხოვენ საზოგადოებას, რათა ამ უმძიმეს მდგომარეობაში რამენაირად შეძლონ ცხოველებისთვის საკვების შეძენა, რომ ზოოპარკების ბინადრები შიმშილით არ დაიხოცონ. თბილისის ზოოპარკი, „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციასთან“ ერთად, ვცდილობთ მათ ფინანსურ მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კიევისა და ნიკოლაევის ზოოპარკები ავრცელებენ ბმულს, სადაც ბილეთების ონლაინ შეძენაა შესაძლებელი. ბილეთის ღირებულება დაახლოებით 10 ლარია. ამასთან ინფორმაციაში თანდართულია ხარკოვის ზოოპარკის რეკვიზიტები.
„იქნებ ამ მცირედით მაინც შევძლოთ მათი დახმარება", – აღნიშნავენ თბილისის ზოოპარკში.
ბმულები იხილეთ აქ.
ყველა ახალი ამბავი
0