https://sputnik-georgia.com/20220318/ukrainidan-saqartvelos-moqalaqeebi-damatebiti-reisebit-chamovlen-265333434.html
უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისები დაინიშნა
უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისები დაინიშნა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით საქართველოში 1,8 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T19:57+0400
2022-03-18T19:57+0400
2022-03-18T23:06+0400
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265334790_0:52:3077:1783_1920x0_80_0_0_0e684d926c15da14d4dd0c78574ff0b4.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დამატებითი რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.ხელისუფლების ძალისხმევით უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება ეტაპობრივად გრძელდება. ხორციელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში - ქალაქ ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით 15-16 მარტს ავტობუსის რეისები შესრულდა. აღნიშნული მიმართულებით დამატებითი რეისი ორშაბათს შესრულდება.უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ისინი საქართველოში მოემგზავრებიან.ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.24 საათის განმავლობაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265334790_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_67a94ef89f04f04075e8ac69cf50c829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისები დაინიშნა
19:57 18.03.2022 (განახლებულია: 23:06 18.03.2022) ბოლო მონაცემებით, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით საქართველოში 1,8 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დამატებითი რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ხელისუფლების ძალისხმევით უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება ეტაპობრივად გრძელდება. ხორციელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში - ქალაქ ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით 15-16 მარტს ავტობუსის რეისები შესრულდა. აღნიშნული მიმართულებით დამატებითი რეისი ორშაბათს შესრულდება.
„ავტობუსები ლვოვი–ვარშავის მიმართულებით 21 მარტს, უკრაინის დროით 09:00 საათზე გავა. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით მსურველები წინასწარ უნდა ჩაწერონ შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ისინი საქართველოში მოემგზავრებიან.
ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.