https://sputnik-georgia.com/20220318/tovis-gamo-gzebze-shezgudvebi-amoqmeddeba-265330886.html
მძღოლების საყურადღებოდ: თოვის გამო საქართველოს გზებზე შეიძლება შეზღუდვები დაწესდეს
მძღოლების საყურადღებოდ: თოვის გამო საქართველოს გზებზე შეიძლება შეზღუდვები დაწესდეს
Sputnik საქართველო
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული პრობლემები შექმნა. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T19:17+0400
2022-03-18T19:17+0400
2022-03-18T22:50+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250361470_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_2c8bd16bf74c017858a3a7195306af41.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ.18-20 მარტს შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალ მთაში – ძლიერი თოვა და ნისლი.ამ დროისათვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. ხოლო მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.თოვის და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250361470_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a737eed81bae72e779b0554f38544e97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მძღოლების საყურადღებოდ: თოვის გამო საქართველოს გზებზე შეიძლება შეზღუდვები დაწესდეს
19:17 18.03.2022 (განახლებულია: 22:50 18.03.2022) რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული პრობლემები შექმნა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ.
18-20 მარტს შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალ მთაში – ძლიერი თოვა და ნისლი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისათვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. ხოლო მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
თოვის და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.