https://sputnik-georgia.com/20220318/saqartvelos-gzebze-shezgudvebi-dawesda-265336177.html
საქართველოს გზებზე მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა: სად მოქმედებს შეზღუდვები
საქართველოს გზებზე მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა: სად მოქმედებს შეზღუდვები
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T21:57+0400
2022-03-18T21:57+0400
2022-03-18T23:27+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/11/265282998_0:352:2731:1888_1920x0_80_0_0_8b0ecb7d0e84c4d154cd0a699343eceb.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამ დროისათვის მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, ხოლო მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 18–20 მარტის პერიოდში საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/11/265282998_137:492:2117:1977_1920x0_80_0_0_25533c32e66bdf747a458f02a2a01c7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს გზებზე მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა: სად მოქმედებს შეზღუდვები
21:57 18.03.2022 (განახლებულია: 23:27 18.03.2022) სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამ დროისათვის მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, ხოლო მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 18–20 მარტის პერიოდში საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.