https://sputnik-georgia.com/20220318/qartveli-sportsmenebi-olimpiur-pestivalze-gaemgzavrebian-265334603.html
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრებიან
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრებიან
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ფინეთში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრება. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T20:57+0400
2022-03-18T20:57+0400
2022-03-18T23:18+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265334057_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_fc945cf039e2a67ec47f1e2deb51c433.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ფინეთში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრება.ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ფინეთის ქალაქი ვუოკატი 20–25 მარტს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო-სათხილამურო სპორტი) 6 სპორტსმენი იასპარეზებს.დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია გაიმართა.ოლიმპიურ დელეგაციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ:წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/12/265334057_46:0:1866:1365_1920x0_80_0_0_809534e5f8805db2024a99bcc484d6f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრებიან
20:57 18.03.2022 (განახლებულია: 23:18 18.03.2022) თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ფინეთში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზავრება.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ფინეთის ქალაქი ვუოკატი 20–25 მარტს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო-სათხილამურო სპორტი) 6 სპორტსმენი იასპარეზებს.
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია გაიმართა.
ოლიმპიურ დელეგაციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ:
1.
ანა დეა გულბიანი-შმიდტი (ფიგურული ციგურაობა)
2.
ალან გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა)
3.
ესმერალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა)
4.
ირაკლი არღვლიანი (სამთო თხილამურები)
5.
ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურები)
6.
მიხეილ ჩართოლანი (სამთო თხილამურები).