https://sputnik-georgia.com/20220318/kriptovaluta-narkotikebit-vawroba-euto-prokuratura-sexvedra-265321582.html
კრიპტოვალუტა და ნარკოტიკებით ვაჭრობა: ეუთოს ორგანიზებით პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა
კრიპტოვალუტა და ნარკოტიკებით ვაჭრობა: ეუთოს ორგანიზებით პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა
Sputnik საქართველო
ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა უწყების პრიორიტეტული მიმართულებებია. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T15:19+0400
2022-03-18T15:19+0400
2022-03-18T20:47+0400
კრიმინალი საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
ეუთო
საქართველო - ეუთო
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_09b2b9e17141299a7bfb2254fd8b24bc.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურაში ონლაინ შეხვედრა გაიმართა გაეროს წევრი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში და ფულის გათეთრებაში კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ეუთოს (OSCE) და გაეროს ნარკოტრაფიკის, იარაღის, ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანებით ვაჭრობისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების (UNODC) მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაში.შეხვედრის თემა იყო ,,კრიპტოვალუტის რეგულირება და შესაძლებლობების გაზრდა ეუთოს რეგიონში ონლაინ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“.საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნულ თემასთან კავშირში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია მიაწოდეს.უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამომძიებლებისა და პროკურორების სპეციალიზაციას დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში კრიპტოვალუტის გამოვლენის და შემდგომი ჩამორთმევის მიმართულებით.მათი ინფორმაციით, პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით საქართველოს პროკურატურა აქტიურად ახორციელებს გამომძიებლებისა და პროკურორების გადამზადებას. უახლოეს მომავალში კი კრიპტოვალუტის აღმოჩენისა და დაყადაღების საკითხებზე სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოცემა იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_499adf2b952ab3fd79ec51a7e058720e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ეუთო, საქართველო - ეუთო, გაერო
კრიმინალი საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ეუთო, საქართველო - ეუთო, გაერო
კრიპტოვალუტა და ნარკოტიკებით ვაჭრობა: ეუთოს ორგანიზებით პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა
15:19 18.03.2022 (განახლებულია: 20:47 18.03.2022) ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა უწყების პრიორიტეტული მიმართულებებია.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურაში ონლაინ შეხვედრა გაიმართა გაეროს წევრი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში და ფულის გათეთრებაში კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ეუთოს (OSCE) და გაეროს ნარკოტრაფიკის, იარაღის, ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანებით ვაჭრობისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების (UNODC) მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაში.
შეხვედრის თემა იყო ,,კრიპტოვალუტის რეგულირება და შესაძლებლობების გაზრდა ეუთოს რეგიონში ონლაინ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნულ თემასთან კავშირში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია მიაწოდეს.
„ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამომძიებლებისა და პროკურორების სპეციალიზაციას დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში კრიპტოვალუტის გამოვლენის და შემდგომი ჩამორთმევის მიმართულებით.
მათი ინფორმაციით, პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით საქართველოს პროკურატურა აქტიურად ახორციელებს გამომძიებლებისა და პროკურორების გადამზადებას. უახლოეს მომავალში კი კრიპტოვალუტის აღმოჩენისა და დაყადაღების საკითხებზე სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოცემა იგეგმება.