ეკატერინე გაბაშვილის სახელობის მწერლის ოთახი შვედ მთარგმნელს მასპინძლობს

© photo: Sputnikმწერალთა სახლი
მწერალთა სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
ჰანა სანდბორგი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს ელენე ბოჭორიშვილის მოთხრობებისა და გურამ მაცხონაშვილის წიგნის „გლდანის“ შვედურ თარგმანებზე.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. მწერალთა სახლში ეკატერინე გაბაშვილის სახელობის მწერლის ოთახი შვედ მთარგმნელსა და ენათმეცნიერს ჰანა სანდბორგს მასპინძლობს.
ეკატერინე გაბაშვილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწეა. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი ფემინისტია, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.
ეკატერინე გაბაშვილის სახელობის მწერლის ოთახი – არის ღია სივრცე მწერლების, მთარგმნელებისა და არტისტებისთვის, რომლებსაც განსაზღვრული პერიოდით შეუძლიათ ის საკუთარ სამუშაო სივრცედ აქციონ. მწერალთა სახლი ამისთვის მათ სთავაზობს სრულად აღჭურვილ ერთ ოთახს.
გაბაშვილის ოთახში ჰანა სანდბორგი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს ელენე ბოჭორიშვილის მოთხრობებისა და გურამ მაცხონაშვილის წიგნის „გლდანის“ შვედურ თარგმანებზე.
ეკატერინე გაბაშვილი ჯერ კიდევ 1926 წელს წერდა მწერლისთვის, განსაკუთრებით, ქალი მწერლისთვის „საკუთარი ოთახის“ აუცილებლობის თაობაზე:
„ვწერ მხოლოდ შემთხვევით და დამუშავებას და გაშალაშინებას ვინ მაღირსებს, ამიტომ ყოველი ჩემი ნაწერი თითქოს გეგმაა სხვა მომავალი სამუშაოსი და არა დამთავრებული სახელოვნო ნაწარმოები. ქალის შრომა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება პატივაყრილი და „მწერლის კაბინეტი“ ვინ იცის როდის ეღირსება დედაკაცს“.
მწერალთა სახლში ეკატერინე გაბაშვილის ოთახით სარგებლობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0