მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა ზელენსკისთვის ნობელის პრემიის მინიჭება მოითხოვეს

© REUTERS / UMIT BEKTASვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ნობელის კომიტეტს სთხოვეს, გაახანგრძლივოს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე კანდიდატების წარდგენის ვადა, რათა სიაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის ხალხი შეიყვანონ.
დასავლეთი ასე გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომელიც „ავტორიტარიზმის ძალებთან“ ბრძოლაში დიდ მსხვერპლს იღებს მშვიდობისა და ჰუმანურობის დასაცავად.

„ვფიქრობთ, ახლა სწორედ რომ დროულია, ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მსოფლიო მათ მხარესაა. ამიტომ მოვუწოდებთ კომიტეტს, განიხილოს შემდეგი წინადადება: გაახანგრძლივოს და ამგვარად კვლავ გახსნას ნობელის მშვიდობის პრემიაზე კანდიდატების წარდგენის პროცედურა 2022 წლის 31 მარტამდე, რათა პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხალხის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენა დაუშვას“, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ინიციატორები ამბობენ, მათ კარგად ესმით, რომ ეს პროცედურის დარღვევაა, მაგრამ ამ ნაბიჯს „აჟამინდელი უპრეცედენტო ვითარება ამართლებს“.
„ცივილიზაციის გარსი ფურცელივით თხელია. ჩვენ მისი მცველები ვართ და დასვენების უფლება არ გვაქვს“, — ამ სიტყვებით სრულდება განცხადება, რომელსაც ხელს 36 პოლიტიკოსი აწერს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინიდან დაახლოებით 3 მილიონი კაცი გავიდა ლტოლვილად. 14 მარტისთვის, გაეროსავე მონაცემებით, შესაძლოა 636 მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაღუპული, კიდევ 1.125 კი - დაშავებული.
წყარო: ნობელის პრემიის კომიტეტი
ყველა ახალი ამბავი
0