https://sputnik-georgia.com/20220318/eduard-shevardnadze-qali-265321899.html
„შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც“ - ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახს ანგრევდა
„შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც“ - ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახს ანგრევდა
Sputnik საქართველო
საქართველოს გარდაცვლილ პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე და მის სასიყვარულო ურთიერთობებზე მის სიცოცხლეში არასოდეს წერდნენ. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T17:11+0400
2022-03-18T17:11+0400
2022-03-18T22:18+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1f/250756860_0:0:3061:1722_1920x0_80_0_0_b32ba1d7aeeba0de41de93472073edbc.jpg
ედუარდ და ნანული შევარდნაძეებს მყარი ოჯახი ჰქონდათ და სიცოცხლის ბოლომდე დიდი სიყვარული აკავშირებდათ. რამდენიმე წლის წინ კი გამოჩნდა ქალი, წარმოშობით ესპანელი ანა-მარია კიპროიძე, რომელმაც პრესასთან ისაუბრა, რომ მას და ედუარდ შევარდნაძეს რომანი ჰქონდათ და ის ვნებიანი შეყვარებული იყო.ქალი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან ათწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.ანა-მარია იხსენებს, რომ ერთხელ ედუარდმა ისიც უთხრა, რომ სახლიდან აპირებდა წამოსვლას, რაზეც მან კატეგორიული უარი განუცხადა.ანა-მარიას თქმით, ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დაურეკა – არ მგონია, წელს გადავრჩეო და იქ ასვლა სთხოვა, თუმცა არ წავიდა, რადგან მის ქალიშვილთან შეხვედრა არ უნდოდა.
https://sputnik-georgia.com/20220302/inga-grigolia-eduard-shevardnadze-wlebis-win-264903604.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1f/250756860_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_de12e9465a6f9cf330a7672168d1ac31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც“ - ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახს ანგრევდა
17:11 18.03.2022 (განახლებულია: 22:18 18.03.2022) საქართველოს გარდაცვლილ პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე და მის სასიყვარულო ურთიერთობებზე მის სიცოცხლეში არასოდეს წერდნენ.
ედუარდ და ნანული შევარდნაძეებს მყარი ოჯახი ჰქონდათ და სიცოცხლის ბოლომდე დიდი სიყვარული აკავშირებდათ. რამდენიმე წლის წინ კი გამოჩნდა ქალი, წარმოშობით ესპანელი ანა-მარია კიპროიძე, რომელმაც პრესასთან ისაუბრა, რომ მას და ედუარდ შევარდნაძეს რომანი ჰქონდათ და ის ვნებიანი შეყვარებული იყო.
ქალი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან ათწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.
„რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. ედუარდმა გაცნობიდან ერთ თვეში დამირეკა, გამომიარა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მერე და მერე, რომ მაკითხავდა, ძალიან ფრთხილობდა, ვინმეს არ შეემჩნია. მესამე სართულზე, პარმაღზე ვიდექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა“, – ამბობს ქალი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.
ანა-მარია იხსენებს, რომ ერთხელ ედუარდმა ისიც უთხრა, რომ სახლიდან აპირებდა წამოსვლას, რაზეც მან კატეგორიული უარი განუცხადა.
„ვუთხარი, თუ თქვენ ოჯახიდან წამოხვალთ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება-მეთქი. გაცოფდა. მაშინვე წამოხტა ფეხზე და გაიქცა. ხომ მკაცრი და დაუნდობელი ჩანდა, არადა, იცით, რა მსუბუქი იყო პირად ურთიერთობაში? იშვიათი სულის ადამიანი იყო“, – ამბობს ქალი.
ანა-მარიას თქმით, ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დაურეკა – არ მგონია, წელს გადავრჩეო და იქ ასვლა სთხოვა, თუმცა არ წავიდა, რადგან მის ქალიშვილთან შეხვედრა არ უნდოდა.
„შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა. მასაც ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა“, – იხსენებს ქალი.