https://sputnik-georgia.com/20220318/axali-msoflio-wesrigis-zrurblze-265328329.html
ახალი მსოფლიო წესრიგის ზღურბლზე
ახალი მსოფლიო წესრიგის ზღურბლზე
Sputnik საქართველო
გევორგ მირზაიანი 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T16:40+0400
2022-03-18T16:40+0400
2022-03-18T22:04+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/06/265017715_0:218:2274:1497_1920x0_80_0_0_72b23786b3a08b9a89733c7eb6796731.jpg
გევორგ მირზაიანიმოსკოვის ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე და აშშ-ის პასუხი ამ ქმედებებზე მთელ მსოფლიოში ხმიანობს ექოდ. მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეზეც, რომელიც ახლა თამაშის ახალ წესებს უნდა შეეგუოს.მსოფლიო გეოპოლიტიკური მიწისძვრა. ასე შეიძლება ეწოდოს რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში. მისი შემდგომი ბიძგები ცვლის საერთაშორისო ურთიერთობების მთელ თანამედროვე სისტემას, ანგრევს ცივი ომის დასრულების შემდეგ დამკვიდრებულ წესებსა და პრინციპებს. ხოლო სახელმწიფოებს, რომლებიც იცხოვრებენ ახალ პირობებში, ფაქტობრივად, ორი გზა აქვთ — მიიღონ ისინი, ან წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, რათა საბოლოოდ მაინც მიიღონ ისინი.და ეს ეხება ყველა ქვეყანას. ევროპულსა და აზიურს, დიდსა და პატარას, დემოკრატიებსა და არც მთლად. ეს ასევე ეხება ახლო საზღვარგარეთსაც.ეკონომიკური რეალობაგლობალიზაციის ხეირით სარგებლობა ყველას მოსწონდა — ერთიანი ვალუტა (დოლარი), საერთო გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, საკრედიტო ბარათების საერთო სტანდარტები.რიგ თანამდებობებზე დასავლური კომპანიები იყვნენ მონოპოლისტები და ზოგადად ეს ყველას აწყობდა — ყველას ეგონა, რომ დასავლეთის ქვეყნები საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში ცხოვრობენ და მუშაობენ ფორმულის მიხედვით „საქონელი–ფული–საქონელი".ახლა კი ირკვევა, რომ დასავლეთი აბსოლუტურად არ ერიდება თავისი მონოპოლიური პოზიციების გამოყენებას ეკონომიკის რიგ სექტორებში პოლიტიკური ზეწოლის მიზნით.საინფორმაციო რეალობაჩვენ შევეჩვიეთ, რომ დასავლური მასმედია, ფაქტობრივად, ამერიკული და ევროპული პროპაგანდის რუპორია. რომ მათთვის არსებობენ ცუდი ტერორისტები და კარგი ტერორისტები, იმისდა მიხედვით, თუ ვის მხარეს არიან ეს ტერორისტები.რომ მათ ერთდროულად შეუძლიათ აიღონ იარაღი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის ლიდერიც ვაშინგტონს არ მოსწონს, მაგრამ ამავე დროს შეუძლიათ ზურგი შეაქციონ და არ დაწერონ, მაგალითად, დასავლელი ჟურნალისტის დანაწევრებაზე — ვაშინგტონისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ქვეყნის მეთაურის მითითებით.თუმცა, ჩვენ არ ვართ მიჩვეული სოციალური ქსელების პროპაგანდისტულ იარაღად მასობრივ გამოყენებას. სოციალური ქსელები, რომლებიც თავდაპირველად თავისუფალი დისკუსიების პლატფორმებად იყო წარმოჩენილი, დეზინფორმაციის მასიურ არხებად იქცა — და რაც უფრო „ციფრულია“ ქვეყნის საზოგადოება, მით უფრო ტოტალური და ეფექტური ხდება ეს დეზინფორმაცია. დიგიტალიზაცია კი, მოგეხსენებათ, ვერ შეჩერდება — ახლა ეს პროგრესის სინონიმია.პოლიტიკური რეალობებიუკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ ძლიერი ნებისყოფის მქონე, თავმოყვარე სახელმწიფოს შეუძლია საჯაროდ ესროლოს ხელთათმანი ამერიკელებს სახეში და გადალახოს ის წითელი ხაზები, რომლებსაც შეერთებული შტატები ცალმხრივად ავლებს.რომ ამერიკას, თავის მხრივ, არ ძალუძს და არ სურს დაიცვას ის პარტნიორები, რომლებსაც ის თავის მოწინააღმდეგე დიდ სახელმწიფოებს უსევდა. დიახ, მას შეუძლია გინება, აღშფოთება, სანქციების დაწესება, ობიექტების მოხატვა უკრაინის დროშის ფერებში. მაგრამ ამავდროულად მას არც ნება აქვს და არც შესაძლებლობა, რაიმე სერიოზული ქმედებები განახორციელოს უკრაინის გადასარჩენად.დაახლოებით იგივე ბედი ელის სახელმწიფოებს, რომლებსაც შტატები ირანის ან ჩინეთის წინააღმდეგ აქეზებენ.რუსული რეალობასაიდუმლო არ არის, რომ ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ელიტა მიჩვეულია, რომ რუსეთში დაინახოს ძროხა, რომელიც სუბსიდიებს, სამუშაო ადგილებს, დაცვის გარანტიებს იწველება, და ამასთან სანაცვლოდ არაფრის მიცემა არ არის საჭირო. უბრალოდ არმიცემა კი არა, არამედ რუსეთის ინტერესების იგნორირებაც დასაშვებია.რუსების უფლებების შელახვა, რუსული კულტურის დევნა, ზოგჯერ რუსული ბიზნესის გამოძალვა, ხან კი მათი ტერიტორიის მტრებისთვის დათმობა.ითვლებოდა, რომ მოსკოვი მოითმენდა, რომ მოსკოვი არ უპასუხებდა. უკრაინის ქეისმა აჩვენა, რომ პუტინის მოთმინებაც კი ოდესღაც მთავრდება. რომ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა პირობითი კატა ლეოპოლდიდან იქცეს დათვად, რომელიც თავის ტაიგას იცავს. მაგრამ იცავს თავაზიანად და ცივილიზებულად.რუსეთი არ ეწინააღმდეგება მეზობელ ქვეყნების ევროატლანტიკური არჩევანის გაკეთებას — კი ბატონო, ეს მათი უფლებაა. თუმცა ქვეყანამ უნდა გაიაზროს, რომ: ა) მას მოაკლდება რუსეთში არაერთი ეკონომიკური პერსპექტივა და ბ) ევროატლანტიკური არჩევანი არ უნდა გააიგივოს რუსოფობიურ პოლიტიკასთან.არჩევანის დროაპოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ახლა არჩევანი უნდა გააკეთონ. მათ შეუძლიათ მოსკოვთან, პეკინთან და სხვა ქვეყნებთან (რომლებიც დაინტერესებული არიან იმ მანკიერი მსოფლიო სისტემის დემონტაჟით, რომელსაც აშშ აკონტროლებს და იყენებს საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის) ხელიხელჩაკიდებული შევიდნენ ამ ახალ სამყაროში; ან შეუძლიათ უარი თქვან, დისტანცირდნენ დასავლეთის წინააღმდეგ მეამბოხე მოსკოვისგან და დარჩნენ ამერიკულ სისტემაში.ესაა მხოლოდ, რომ მეორე ვარიანტის არჩევისას მოვლენების შემდგომი განვითარება ძალიან პროგნოზირებადია.ამერიკელები შუა აზიის ქვეყნებს მოუტანენ „დემოკრატიას“, ფაქტობრივად კი შეეცდებიან, მოაწყონ ფერადი რევოლუციების სერია, რათა შექმნან არასტაბილურობის ზონა რეგიონში, რაც რუსეთსა და ჩინეთს დაასუსტებს.სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს მოსთხოვენ აირჩიონ, ვისთან ერთად იქნებიან — რუსეთთან თუ შეერთებულ შტატებთან.დიდი ალბათობით, არც პრორუსული სომხეთი, არც პროთურქული აზერბაიჯანი და არც პროდასავლური, მაგრამ ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებული საქართველო ასეთ არჩევანს არ გააკეთებენ, რის შემდეგაც ისინი აშშ-სგან სანქციების საკუთარ ულუფას მიიღებენ.იგივე არჩევანის წინაშე დადგება მოლდოვაც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიშინიოვმა რუსეთის წინააღმდეგ წასვლა გარისკოს იმ სიტუაციაში, როდესაც მოსკოვი, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, ტერიტორიულ დერეფანს მიიღებს დნესტრისპირეთში.ასე რომ, საბოლოო ჯამში პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებს ახალი რეალობის მიღება მოუწევთ. და უმჯობესია ეს ადრე და სარგებლით გაკეთდეს, ვიდრე გვიან და ზარალით.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/06/265017715_0:0:2152:1614_1920x0_80_0_0_f80f4305a43409f6c91314d745e3ffb4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება
მოსკოვის ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე და აშშ-ის პასუხი ამ ქმედებებზე მთელ მსოფლიოში ხმიანობს ექოდ. მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეზეც, რომელიც ახლა თამაშის ახალ წესებს უნდა შეეგუოს.
მსოფლიო გეოპოლიტიკური მიწისძვრა. ასე შეიძლება ეწოდოს რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში. მისი შემდგომი ბიძგები ცვლის საერთაშორისო ურთიერთობების მთელ თანამედროვე სისტემას, ანგრევს ცივი ომის დასრულების შემდეგ დამკვიდრებულ წესებსა და პრინციპებს. ხოლო სახელმწიფოებს, რომლებიც იცხოვრებენ ახალ პირობებში, ფაქტობრივად, ორი გზა აქვთ — მიიღონ ისინი, ან წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, რათა საბოლოოდ მაინც მიიღონ ისინი.
და ეს ეხება ყველა ქვეყანას. ევროპულსა და აზიურს, დიდსა და პატარას, დემოკრატიებსა და არც მთლად. ეს ასევე ეხება ახლო საზღვარგარეთსაც.
გლობალიზაციის ხეირით სარგებლობა ყველას მოსწონდა — ერთიანი ვალუტა (დოლარი), საერთო გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, საკრედიტო ბარათების საერთო სტანდარტები.
რიგ თანამდებობებზე დასავლური კომპანიები იყვნენ მონოპოლისტები და ზოგადად ეს ყველას აწყობდა — ყველას ეგონა, რომ დასავლეთის ქვეყნები საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში ცხოვრობენ და მუშაობენ ფორმულის მიხედვით „საქონელი–ფული–საქონელი".
ახლა კი ირკვევა, რომ დასავლეთი აბსოლუტურად არ ერიდება თავისი მონოპოლიური პოზიციების გამოყენებას ეკონომიკის რიგ სექტორებში პოლიტიკური ზეწოლის მიზნით.
ჩვენ შევეჩვიეთ, რომ დასავლური მასმედია, ფაქტობრივად, ამერიკული და ევროპული პროპაგანდის რუპორია. რომ მათთვის არსებობენ ცუდი ტერორისტები და კარგი ტერორისტები, იმისდა მიხედვით, თუ ვის მხარეს არიან ეს ტერორისტები.
რომ მათ ერთდროულად შეუძლიათ აიღონ იარაღი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის ლიდერიც ვაშინგტონს არ მოსწონს, მაგრამ ამავე დროს შეუძლიათ ზურგი შეაქციონ და არ დაწერონ, მაგალითად, დასავლელი ჟურნალისტის დანაწევრებაზე — ვაშინგტონისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ქვეყნის მეთაურის მითითებით.
თუმცა, ჩვენ არ ვართ მიჩვეული სოციალური ქსელების პროპაგანდისტულ იარაღად მასობრივ გამოყენებას. სოციალური ქსელები, რომლებიც თავდაპირველად თავისუფალი დისკუსიების პლატფორმებად იყო წარმოჩენილი, დეზინფორმაციის მასიურ არხებად იქცა — და რაც უფრო „ციფრულია“ ქვეყნის საზოგადოება, მით უფრო ტოტალური და ეფექტური ხდება ეს დეზინფორმაცია. დიგიტალიზაცია კი, მოგეხსენებათ, ვერ შეჩერდება — ახლა ეს პროგრესის სინონიმია.
უკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ ძლიერი ნებისყოფის მქონე, თავმოყვარე სახელმწიფოს შეუძლია საჯაროდ ესროლოს ხელთათმანი ამერიკელებს სახეში და გადალახოს ის წითელი ხაზები, რომლებსაც შეერთებული შტატები ცალმხრივად ავლებს.
რომ ამერიკას, თავის მხრივ, არ ძალუძს და არ სურს დაიცვას ის პარტნიორები, რომლებსაც ის თავის მოწინააღმდეგე დიდ სახელმწიფოებს უსევდა. დიახ, მას შეუძლია გინება, აღშფოთება, სანქციების დაწესება, ობიექტების მოხატვა უკრაინის დროშის ფერებში. მაგრამ ამავდროულად მას არც ნება აქვს და არც შესაძლებლობა, რაიმე სერიოზული ქმედებები განახორციელოს უკრაინის გადასარჩენად.
დაახლოებით იგივე ბედი ელის სახელმწიფოებს, რომლებსაც შტატები ირანის ან ჩინეთის წინააღმდეგ აქეზებენ.
საიდუმლო არ არის, რომ ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ელიტა მიჩვეულია, რომ რუსეთში დაინახოს ძროხა, რომელიც სუბსიდიებს, სამუშაო ადგილებს, დაცვის გარანტიებს იწველება, და ამასთან სანაცვლოდ არაფრის მიცემა არ არის საჭირო. უბრალოდ არმიცემა კი არა, არამედ რუსეთის ინტერესების იგნორირებაც დასაშვებია.
რუსების უფლებების შელახვა, რუსული კულტურის დევნა, ზოგჯერ რუსული ბიზნესის გამოძალვა, ხან კი მათი ტერიტორიის მტრებისთვის დათმობა.
ითვლებოდა, რომ მოსკოვი მოითმენდა, რომ მოსკოვი არ უპასუხებდა. უკრაინის ქეისმა აჩვენა, რომ პუტინის მოთმინებაც კი ოდესღაც მთავრდება. რომ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა პირობითი კატა ლეოპოლდიდან იქცეს დათვად, რომელიც თავის ტაიგას იცავს. მაგრამ იცავს თავაზიანად და ცივილიზებულად.
რუსეთი არ ეწინააღმდეგება მეზობელ ქვეყნების ევროატლანტიკური არჩევანის გაკეთებას — კი ბატონო, ეს მათი უფლებაა. თუმცა ქვეყანამ უნდა გაიაზროს, რომ: ა) მას მოაკლდება რუსეთში არაერთი ეკონომიკური პერსპექტივა და ბ) ევროატლანტიკური არჩევანი არ უნდა გააიგივოს რუსოფობიურ პოლიტიკასთან.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ახლა არჩევანი უნდა გააკეთონ. მათ შეუძლიათ მოსკოვთან, პეკინთან და სხვა ქვეყნებთან (რომლებიც დაინტერესებული არიან იმ მანკიერი მსოფლიო სისტემის დემონტაჟით, რომელსაც აშშ აკონტროლებს და იყენებს საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის) ხელიხელჩაკიდებული შევიდნენ ამ ახალ სამყაროში; ან შეუძლიათ უარი თქვან, დისტანცირდნენ დასავლეთის წინააღმდეგ მეამბოხე მოსკოვისგან და დარჩნენ ამერიკულ სისტემაში.
ესაა მხოლოდ, რომ მეორე ვარიანტის არჩევისას მოვლენების შემდგომი განვითარება ძალიან პროგნოზირებადია.
ამერიკელები შუა აზიის ქვეყნებს მოუტანენ „დემოკრატიას“, ფაქტობრივად კი შეეცდებიან, მოაწყონ ფერადი რევოლუციების სერია, რათა შექმნან არასტაბილურობის ზონა რეგიონში, რაც რუსეთსა და ჩინეთს დაასუსტებს.
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს მოსთხოვენ აირჩიონ, ვისთან ერთად იქნებიან — რუსეთთან თუ შეერთებულ შტატებთან.
დიდი ალბათობით, არც პრორუსული სომხეთი, არც პროთურქული აზერბაიჯანი და არც პროდასავლური, მაგრამ ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებული საქართველო ასეთ არჩევანს არ გააკეთებენ, რის შემდეგაც ისინი აშშ-სგან სანქციების საკუთარ ულუფას მიიღებენ.
იგივე არჩევანის წინაშე დადგება მოლდოვაც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიშინიოვმა რუსეთის წინააღმდეგ წასვლა გარისკოს იმ სიტუაციაში, როდესაც მოსკოვი, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, ტერიტორიულ დერეფანს მიიღებს დნესტრისპირეთში.
ასე რომ, საბოლოო ჯამში პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებს ახალი რეალობის მიღება მოუწევთ. და უმჯობესია ეს ადრე და სარგებლით გაკეთდეს, ვიდრე გვიან და ზარალით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!