მსჯავრდებულებს ამნისტია ელოდება – ვის შეეხება ის

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშისაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
საქართველოში პატიმრების ნაწილი სასჯელისგან გათავისუფლდება.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ვადების შემცირებას იმ მსჯავრდებულებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის დროს პაემნების უფლება ჩამოერთვათ.
საუბარია იმ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისის ჩათვლით, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრის ჩათვლით.
ამ პატიმრებს სასჯელის ვადას, წინასწარი პატიმრობის გათვალისწინებით, დაუთვლიან შემდეგნაირად: წინასწარი პატიმრობის ყოველი ოთხი დღე პატიმარს ჩაეთვლება სასჯელის მოხდის ხუთ დღედ. საქართველოში წინასწარი პატიმრობის ვადა საბოლოო განაჩენის ვადაში შედის.
ამნისტია შეეხება ასევე მსჯავრდებულებს 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის. მათ გაათავისუფლებენ სასჯელისგან ციხეში ან პირობითი სასჯელისგან.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო პატიმრობა, ასევე მკვლელობაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ტერორიზმში, თანამდებობრივ და სექსუალურ დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მსჯავრდებულებს.
კანონი ამოქმედდება სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0