ვინ რამდენი წყალი უნდა სვას: მარტივი გრაფიკი წონის მიხედვით

CC BY 2.0 / Petra Bensted / Washed Outონკანის წყალი
ონკანის წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
წყალი ორგანიზმისთვის იგივეა, რაც ავტომობილისთვის ბენზინი. როგორც კი ორგანიზმში წყლის რაოდენობა იკლებს და კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მაშინვე წითელი ნათურა ინთება: ადამიანს ეწყება თავის ტკივილები, ეუფლება გულისრევისა და დაუკმაყოფილებელი წყურვილის შეგრძნება, უშრება კანი და ა.შ.
ამიტომ აუცილებელია, რომ წყალი რეგულარულად სვათ — გუშინ და გუშინწინ შესმული ლიტრები დღეს არ გეთვლებათ.
არ გამოტოვოთ: დღეში 8 ჭიქა წყლის მითი XVIII საუკუნიდან მოდის
თანაც, გაითვალისწინეთ: ლაპარაკია სუფთა წყალზე და არა ყავაზე, ჩაიზე, გაზიან სასმელებსა თუ სხვადასხვა ხილის წვენებზე. დიახ, ეს ყველაფერი სითხეა, მაგრამ არა წყალი!
ქვემოთ ჩვენ გიკარნახებთ, რამდენი წყალი უნდა დალიოთ დღე-ღამეში, ანუ, თქვენი წონის გათვალისწინებით, რა რაოდენობის მაცოცხლებელი სითხე უნდა მიაწოდოთ საკუთარ ორგანიზმს.

მაშ ასე, სპეციალისტები გვირჩევენ, თუ თქვენ იწონით:

40 კგ-ს — გჭირდებათ 1.200 ლ წყალი;
45 კგ — 1.400 ლ წყალი;
50 კგ — 1.500 ლ წყალი;
55 კგ — 1.700 ლ წყალი;
60 კგ — 1.800 ლ წყალი;
65 კგ — 2 ლ წყალი;
70 კგ — 2.100 ლ წყალი;
75 კგ — 2.300 ლ წყალი;
80 კგ — 2.400 ლ წყალი;
85 კგ — 2.600 ლ წყალი;
90 კგ — 2.700 ლ წყალი;
95 კგ — 2.900 ლ წყალი;
100 კგ — 3 ლ წყალი.

სამი რჩევა მათ, ვისაც სურს შეეჩვიოს უფრო მეტი წყლის სმას

1.
დაასხით ჭიქაში ცოტა რაოდენობის წყალი. თავიდან იმდენი დალიეთ, რამდენიც დისკომფორტს არ შეგიქმნით. ჯობს რამდენიმე ყლუპი დალიოთ და სიამოვნებით, ვიდრე ბევრი და ძალით.
2.
წყლიანი ჭურჭელი ისეთ ადგილზე დადგით, რომ გამუდმებით თვალში გხვდებოდეთ. კარგი იქნება, თუ ლამაზ ჭურჭელს შეიძენთ. ეს სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბების მოტივაციას გაგიძლიერებთ.
3.
ისარგებლეთ მობილური დანართებით, რომლებიც შეგახსენებთ, რომ წყლის დალევის დროა. ასეთებია: WaterCheck, Watermania, Hydro, mobile app Water Balance.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ყველა ახალი ამბავი
0