https://sputnik-georgia.com/20220317/vaxtang-gomelauri-ver-gavtvalet-rom-jurnalistebze-tavdasxma-moxdeboda-265303700.html
ვახტანგ გომელაური: ვერ გავთვალეთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მოხდებოდა
ვახტანგ გომელაური: ვერ გავთვალეთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მოხდებოდა
Sputnik საქართველო
შსს არ განიხილავდა ჟურნალისტებზე თავდასხმის შესაძლებლობას 2021 წლის 5 ივლისს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
2022-03-17T19:55+0400
2022-03-17T19:55+0400
2022-03-17T21:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24846/56/248465688_0:39:1042:625_1920x0_80_0_0_cc2cacb828ea06d6167c1d9bf62e07d3.jpg
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. პოლიციის ძირითადი ძალები იყო ფილარმონიასთან, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმები სხვადასხვა ლოკაციაზე და სპონტანურად მოხდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.5 ივლისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა თბილისში ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ.იმ დღეს დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. ძალადობის ფაქტზე 27 ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა გირაოთი გაათავისუფლეს და ისინი განაჩენს საპატიმროს გარეთ ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24846/56/248465688_46:0:879:625_1920x0_80_0_0_6d5fb883cf411e3878eb8b724189b634.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვახტანგ გომელაური ჟურნალისტები თავდასხმა
ვახტანგ გომელაური ჟურნალისტები თავდასხმა
ვახტანგ გომელაური: ვერ გავთვალეთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მოხდებოდა
19:55 17.03.2022 (განახლებულია: 21:26 17.03.2022) შსს არ განიხილავდა ჟურნალისტებზე თავდასხმის შესაძლებლობას 2021 წლის 5 ივლისს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. პოლიციის ძირითადი ძალები იყო ფილარმონიასთან, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმები სხვადასხვა ლოკაციაზე და სპონტანურად მოხდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.
5 ივლისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა თბილისში ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ.
„დაახლოებით 8 ლოკაციაზე იყო პოლიცია პატარ-პატარა ჯგუფებად გაშლილი... უმეტესობა გადასროლილი იყო ფილარმონიასთან, ვერის ბაღში და ა.შ. რომ იქ არ მომხდარიყო შეტაკება... სპონტანურად მოხდა რამდენიმე ადგილზე ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა... ძალიან ცუდი ფაქტი იყო, ნამდვილად არ გაგვითვლია, პირდაპირ ვამბობ, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა და ფიზიკური ზეწოლა მით უმეტეს, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით და არ განგვიხილია ეს ფაქტი. მე ღიად ვამბობ, არც თავს ვიმართლებ. მთელი აქცენტი იყო გადატანილი ლგბტ მიმართულებაზე, რომ იქ არ მომხდარიყო მათი ცემა”, – განაცხადა გომელაურმა პარლამენტში.
იმ დღეს დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. ძალადობის ფაქტზე 27 ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა გირაოთი გაათავისუფლეს და ისინი განაჩენს საპატიმროს გარეთ ელოდებიან.