საქართველოში თხევადი აირის დეფიციტი გაჩნდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
თხევად გაზს საქართველოში ძირითადად ავტომობილების გასამართად იყენებენ.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოში თხევადი აირის დეფიციტი იგრძნობა, რადგან საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ხუთი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, იუწყება „TV პირველი“ თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარეზე ნიკა ხოფერიაზე დაყრდნობით.
დიდთოვლობის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა 11–15 მარტის პერიოდში დაკეტილი იყო. შედეგად საქართველო–რუსეთის საზღვარზე ბევრი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი დაგროვდა.
ხოფერიას ინფორმაციით, თხევადი გაზის ძირითადი ნაწილი საქართველოში რუსეთიდან შემოდის, ხოლო საზღვარზე ავტომობილების 9-კილომეტრიანმა რიგმა სერიოზული პრობლემები შექმნა საწვავის მოწოდების მხრივ.

„ეს სიტუცია, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგრძელდება“, – აღნიშნა ხოფერიამ.

თხევად გაზს საქართველოში უმეტესად ავტომობილების საწვავად იყენებენ. მძღოლები ამ საწვავს უპირატესობას ბენზინის გაძვირების გამო ანიჭებენ.
ყველა ახალი ამბავი
0