საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები მოიხსნა

© City Hall of Zugdidi Municipalityგზის გაწმენდა თოვლისგან
გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
გზებზე შეზღუდვები თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იყო დაწესებული.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნულ გზაზე შეზღუდვები გუშინ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შეზღუდვები მოიხსნა ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0