https://sputnik-georgia.com/20220317/rusetis-liderma-tatbiri-gamarta-265280423.html
სანქციები, რეგიონების მხარდაჭერა და სამხედრო სპეცოპერაცია: რუსეთის ლიდერმა თათბირი გამართა
სანქციები, რეგიონების მხარდაჭერა და სამხედრო სპეცოპერაცია: რუსეთის ლიდერმა თათბირი გამართა
Sputnik საქართველო
ოთხშაბათს რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონების მხარდაჭერის ღონისძიებების საკითხებზე შეხვედრა გამართა, რა დროსაც ქვეყნის ყველაზე აქტუალურ საშინაო და... 17.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-17T08:00+0400
2022-03-17T08:00+0400
2022-03-17T15:03+0400
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262676237_1446:978:3347:2047_1920x0_80_0_0_44b379cab4f68b46381505ccc3835093.jpg
ოთხშაბათს რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონების მხარდაჭერის ღონისძიებების საკითხებზე შეხვედრა გამართა, რა დროსაც ქვეყნის ყველაზე აქტუალურ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის მოქმედების მიზეზებსა და ძირითად მიზნებზე და რუსეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ახალ ღონისძიებებზეც ისაუბრა.კიევს შეეძლო სამხედრო სპეცოპერაციის თავიდან აცილებაპუტინის თქმით, სპეცოპერაციის დაწყებამდე მოსკოვმა კიევს სხვადასხვა არხებით შესთავაზა, არ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში და გაეყვანა ჯარები დონბასიდან, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა.„ეს მათი გადაწყვეტილებაა. იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება რეალურად, აუცილებლად მოვა“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი რვა წლის განმავლობაში ეწეოდა მინსკის შეთანხმებების შესრულების საბოტაჟს და 2021 წლის ბოლოს საჯაროდ თქვა უარი მათ შესრულებაზე.„[რუსეთის სპეცოპერაცია] ეხმარება ჩვენს ხალხს დონბასში, რომლებიც თითქმის რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ნამდვილ გენოციდს ყველაზე ბარბაროსული მეთოდებით: ბლოკადას, ფართომასშტაბიან სადამსჯელო მოქმედებებს, ტერორისტულ თავდასხმებსა და მუდმივ საარტილერიო დაბომბვას“, — განაცხადა პუტინმა.მისი თქმით, რუსეთი „საიმედოდ უზრუნველყოფს ხალხის უსაფრთხოებას და არასდროს მისცემს უფლებას უკრაინას, გახდეს პლაცდარმი მის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის“.ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, მოლაპარაკებების დროს განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის, მისი დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის საკითხები.ყველაფერი გეგმის მიხედვითროგორც პუტინმა აღნიშნა, უკრაინაში სპეცოპერაციის ფარგლებში ყველა დაკისრებული დავალება ბოლომდე შესრულდება.მისი თქმით, რუსეთის არაერთგზის გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლების ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას, უარყვეს როგორც კიევმა, ისე „მისმა მფარველებმა შეერთებული შტატებიდან და ნატოდან“.„ამგვარად, ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა მთლიანად ამოწურული იყო. ჩვენ უბრალოდ არ დაგვიტოვეს არანაირი ვარიანტი იმისთვის, რომ პრობლემები, რომლებიც ჩვენი ბრალით არ წარმოქმნილა, მშვიდობიანად მოგვეგვარებინა. ჩვენ იძულებული გავხდით, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. რუსეთის ჯარების გამოჩენა კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების მახლობლად არ უკავშირდება ამ ქვეყნის ოკუპაციის განზრახვას, ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს“, — განაცხადა პუტინმა.რუსეთის ლიდერის თქმით, ოპერაცია „წარმატებით, წინასწარ დამტკიცებული გეგმების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს“.დოლარზე დარტყმადოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის მიმართ ნდობა შესუსტდა, დარწმუნებულია რუსეთის პრეზიდენტი.„სერიოზული დარტყმა მიადგა მთელ გლობალურ ეკონომიკასა და ვაჭრობას, აშშ დოლარის, როგორც მთავარი სარეზერვო ვალუტის მიმართ ნდობას“, — თქვა მან.პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა თავად ააჩქარეს გლობალური ინფლაციის სპირალი, შემდეგ კი გლობალური სიღარიბის ზრდა და ლტოლვილთა ნაკადი გამოიწვიეს.რუსეთის სპეცოპერაციის საპასუხოდ დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა, პირველ რიგში, საბანკო სექტორისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მიწოდების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბევრმა ბრენდმა გამოაცხადა ქვეყანაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ.კრემლმა ამ ზომებს უწოდა ეკონომიკური ომი, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. ამასთან, ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა, რომ მზად იყვნენ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და განაგრძობენ სოციალური ვალდებულებების შესრულებას. ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზარზე ვითარების დასასტაბილურებლად ზომებს იღებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ადრე განაცხადა, მთავრობამ მოამზადა სანქციების საწინააღმდეგო გეგმა, რომელიც მოიცავს ასამდე ინიციატივას. მისი დაფინანსების მოცულობა იქნება დაახლოებით ტრილიონი რუბლი.პენსიებისა და სოციალური შეღავათების გაზრდა რუსეთის ფედერაციაშიპუტინმა რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერის ახალ ზომებზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი რეალობები მოითხოვს სტრუქტურულ ცვლილებებს ქვეყნის ეკონომიკაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობისა და ინფლაციის ზრდა, მაგრამ ხელისუფლების ამოცანაა, მინიმუმამდე დაიყვანოს ეს შედეგები.ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დასძინა, რომ უახლოეს მომავალში მიიღება გადაწყვეტილება სოციალური შეღავათების, პენსიების და საარსებო მინიმუმის გაზრდაზე.რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი პარტნიორებისგან განსხვავებით, რუსეთი პატივს სცემს საკუთრების უფლებას. მისი თქმით, უცხოური აქტივების, რუსული კომპანიებისა და კერძო პირების ანგარიშების დაკავება გაკვეთილი გახდა ეროვნული ბიზნესისთვის: არაფერია იმაზე საიმედო, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში ინვესტირება.ამასთან დაკავშირებით მან ექსპორტიორებს მოუწოდა, არ შეამცირონ წარმოება, არამედ გაგზავნონ საქონელი შიდა ბაზარზე, რაც ფასების დაწევას გახდის შესაძლებელს.რუსების დევნადასავლეთმა აჩვენა „თავისი ნამდვილი ბუნება“, მოაწყო რა რუსების დევნა საზღვარგარეთ, მიაჩნია პუტინს.„დასავლეთის ბევრ ქვეყანაში დღეს ადამიანები ნამდვილ დევნას განიცდიან მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთიდან არიან. მათ უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე, აძევებენ ბავშვებს სკოლიდან, ართმევენ მშობლებს სამუშაოს, კრძალავენ რუსულ მუსიკას, კულტურას, ლიტერატურას, ცდილობენ რუსეთის გაუქმებას. დასავლეთმა წესიერების ნიღაბი მოიხსნა, ის იქცევა თავხედურად, მან აჩვენა თავისი ნამდვილი ბუნება“, — განაცხადა პუტინმა.მისი აზრით, თავისთავად ჩნდება ანტისემიტიზმთან ანალოგია. მან გაიხსენა ნაცისტების მიერ გასული საუკუნის 30-იან წლებში გერმანიაში განხორციელებული პოგრომები და მათი მხარდამჭერები ევროპის მრავალი ქვეყნიდან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262676237_1715:879:3272:2047_1920x0_80_0_0_53f6ec26ccc2a567b8c65cfabd919cde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიმოხილვები
ოთხშაბათს რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონების მხარდაჭერის ღონისძიებების საკითხებზე შეხვედრა გამართა, რა დროსაც ქვეყნის ყველაზე აქტუალურ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის მოქმედების მიზეზებსა და ძირითად მიზნებზე და რუსეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ახალ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
კიევს შეეძლო სამხედრო სპეცოპერაციის თავიდან აცილება
პუტინის თქმით, სპეცოპერაციის დაწყებამდე მოსკოვმა კიევს სხვადასხვა არხებით შესთავაზა, არ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში და გაეყვანა ჯარები დონბასიდან, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა.
„ეს მათი გადაწყვეტილებაა. იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება რეალურად, აუცილებლად მოვა“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი რვა წლის განმავლობაში ეწეოდა მინსკის შეთანხმებების შესრულების საბოტაჟს და 2021 წლის ბოლოს საჯაროდ თქვა უარი მათ შესრულებაზე.
„[რუსეთის სპეცოპერაცია] ეხმარება ჩვენს ხალხს დონბასში, რომლებიც თითქმის რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ნამდვილ გენოციდს ყველაზე ბარბაროსული მეთოდებით: ბლოკადას, ფართომასშტაბიან სადამსჯელო მოქმედებებს, ტერორისტულ თავდასხმებსა და მუდმივ საარტილერიო დაბომბვას“, — განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი „საიმედოდ უზრუნველყოფს ხალხის უსაფრთხოებას და არასდროს მისცემს უფლებას უკრაინას, გახდეს პლაცდარმი მის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის“.
ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, მოლაპარაკებების დროს განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსის, მისი დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის საკითხები.
ყველაფერი გეგმის მიხედვით
როგორც პუტინმა აღნიშნა, უკრაინაში სპეცოპერაციის ფარგლებში ყველა დაკისრებული დავალება ბოლომდე შესრულდება.
მისი თქმით, რუსეთის არაერთგზის გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლების ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას, უარყვეს როგორც კიევმა, ისე „მისმა მფარველებმა შეერთებული შტატებიდან და ნატოდან“.
„ამგვარად, ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა მთლიანად ამოწურული იყო. ჩვენ უბრალოდ არ დაგვიტოვეს არანაირი ვარიანტი იმისთვის, რომ პრობლემები, რომლებიც ჩვენი ბრალით არ წარმოქმნილა, მშვიდობიანად მოგვეგვარებინა. ჩვენ იძულებული გავხდით, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. რუსეთის ჯარების გამოჩენა კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების მახლობლად არ უკავშირდება ამ ქვეყნის ოკუპაციის განზრახვას, ჩვენ ასეთი მიზანი არ გვაქვს“, — განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის თქმით, ოპერაცია „წარმატებით, წინასწარ დამტკიცებული გეგმების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს“.
დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის მიმართ ნდობა შესუსტდა, დარწმუნებულია რუსეთის პრეზიდენტი.
„სერიოზული დარტყმა მიადგა მთელ გლობალურ ეკონომიკასა და ვაჭრობას, აშშ დოლარის, როგორც მთავარი სარეზერვო ვალუტის მიმართ ნდობას“, — თქვა მან.
პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა თავად ააჩქარეს გლობალური ინფლაციის სპირალი, შემდეგ კი გლობალური სიღარიბის ზრდა და ლტოლვილთა ნაკადი გამოიწვიეს.
რუსეთის სპეცოპერაციის საპასუხოდ დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა, პირველ რიგში, საბანკო სექტორისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მიწოდების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბევრმა ბრენდმა გამოაცხადა ქვეყანაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ.
კრემლმა ამ ზომებს უწოდა ეკონომიკური ომი, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. ამასთან, ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა, რომ მზად იყვნენ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და განაგრძობენ სოციალური ვალდებულებების შესრულებას. ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზარზე ვითარების დასასტაბილურებლად ზომებს იღებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ადრე განაცხადა, მთავრობამ მოამზადა სანქციების საწინააღმდეგო გეგმა, რომელიც მოიცავს ასამდე ინიციატივას. მისი დაფინანსების მოცულობა იქნება დაახლოებით ტრილიონი რუბლი.
პენსიებისა და სოციალური შეღავათების გაზრდა რუსეთის ფედერაციაში
პუტინმა რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერის ახალ ზომებზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი რეალობები მოითხოვს სტრუქტურულ ცვლილებებს ქვეყნის ეკონომიკაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობისა და ინფლაციის ზრდა, მაგრამ ხელისუფლების ამოცანაა, მინიმუმამდე დაიყვანოს ეს შედეგები.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დასძინა, რომ უახლოეს მომავალში მიიღება გადაწყვეტილება სოციალური შეღავათების, პენსიების და საარსებო მინიმუმის გაზრდაზე.
რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი პარტნიორებისგან განსხვავებით, რუსეთი პატივს სცემს საკუთრების უფლებას. მისი თქმით, უცხოური აქტივების, რუსული კომპანიებისა და კერძო პირების ანგარიშების დაკავება გაკვეთილი გახდა ეროვნული ბიზნესისთვის: არაფერია იმაზე საიმედო, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში ინვესტირება.
ამასთან დაკავშირებით მან ექსპორტიორებს მოუწოდა, არ შეამცირონ წარმოება, არამედ გაგზავნონ საქონელი შიდა ბაზარზე, რაც ფასების დაწევას გახდის შესაძლებელს.
დასავლეთმა აჩვენა „თავისი ნამდვილი ბუნება“, მოაწყო რა რუსების დევნა საზღვარგარეთ, მიაჩნია პუტინს.
„დასავლეთის ბევრ ქვეყანაში დღეს ადამიანები ნამდვილ დევნას განიცდიან მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთიდან არიან. მათ უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე, აძევებენ ბავშვებს სკოლიდან, ართმევენ მშობლებს სამუშაოს, კრძალავენ რუსულ მუსიკას, კულტურას, ლიტერატურას, ცდილობენ რუსეთის გაუქმებას. დასავლეთმა წესიერების ნიღაბი მოიხსნა, ის იქცევა თავხედურად, მან აჩვენა თავისი ნამდვილი ბუნება“, — განაცხადა პუტინმა.
მისი აზრით, თავისთავად ჩნდება ანტისემიტიზმთან ანალოგია. მან გაიხსენა ნაცისტების მიერ გასული საუკუნის 30-იან წლებში გერმანიაში განხორციელებული პოგრომები და მათი მხარდამჭერები ევროპის მრავალი ქვეყნიდან.