რა ემუქრება ფულად გზავნილებს ევროპიდან საქართველოში - ეროვნული ბანკის განმარტება

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიევროს კუპიურები
ევროს კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
ევროპულ ბანკებს კონკრეტული ტრანზაქციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციები არავის არ აუკრძალავს, გამონაკლისი შეიძლება იყოს ცალკეული ბანკი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
„ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ. საზოგადოებას მივმართავთ, რომ აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
ამავე დროს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ევროპულ ბანკებს კონკრეტული ტრანზაქციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ.
„რეგიონში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, როგორც უცხოური ისე ქართული ბანკები აანალიზებენ, თუ რამდენად მისაღებია მათთვის იმ რესურსის გაღება, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტრანზაქციების სანქციებთან შესაბამისობის დასადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბანკის ამგვარი პოლიტიკის მაგალითად რეგულატორს მოჰყავს შვედეთის ერთ-ერთი კომერციული ბანკის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართულებით ფიზიკური პირებისათვის ტრანზაქციების შეწყვეტაზე.
„აქვე აღვნიშნავთ, რომ შვედეთის რიგი სხვა ბანკები, ისევე როგორც ევროპისა და აშშ-ის საფინანსო ინსტიტუტები გადმორიცხვებს (საქართველოში - რედ.) სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ“, - ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
მანამდე ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი Handelsbanken ზღუდავს ფინანსურ ოპერაციებს საქართველოსა და სომხეთში სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყნებში სატრანზიტო გზავნილების რისკების გამო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარი განაცხადა, რადგან ეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უფრო მეტად დააზარალებდა. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
ყველა ახალი ამბავი
0