მარნეულში ოთხი სავარაუდო ნარკორეალიზატორი დააკავეს – ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით მარნეულში ოთხი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულთა ასაკი 27-დან 65 წლამდე მერყეობს. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკები. ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია ჰეროინის, „კოდეინისა“ და „მორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0