Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიკა ევგენიძეს ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს – ნახეთ ანა-სოფიას უახლესი ფოტო

© Facebook / Lika Evgenidzeლიკა ევგენიძე
ლიკა ევგენიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
ლიკა ევგენიძეს ნიკა ალასანიასგან ორი შვილი ჰყავს.
ტელესახე ლიკა ევგენიძე თავადაც ულამაზესი დინასტიის წარმომადგენელია. ის მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია და სილამაზე, შეიძლება ითქვას, გენეტიკურად აქვს მიღებული. ახლახან ლიკამ და მისმა უფროსმა ქალიშვილმა ერთ ფოტოსესიაში გაიბრწყინეს. ფოტოსესია თიკო ჭიღლაძეს ეკუთვნის.
დედა-შვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა ჩვენი ყურადღება ანა-სოფია ალასანიას განსაკუთრებულმა გარეგნობამ მიიქცია – გოგონას სილამაზე მართლაც აღფრთოვანებას იწვევს.
ლიკა ევგენიძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი - გოგონა და ბიჭი. ის დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა და მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის, ნიკა ალასანიას მეუღლე იყო. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი განქორწინდა, ლიკა სამშობლოში დაბრუნდა, „პირველ არხზე“ დაიწყო მუშაობა და თავის ახლანდელ რჩეულს შეხვდა, მუსიკოს ნიკა კოჩაროვს. წყვილი დიდი ხანია ერთად ცხოვრობს კერძო სახლში, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს. ნიკა კოჩაროვსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0