https://sputnik-georgia.com/20220317/am-sitxeebit-wamlebisa-da-vitaminebis-sma-ar-seizleba-265289788.html
ოთხი სასმელი, რომლებითაც წამლებისა და ვიტამინების მიღება იკრძალება
ოთხი სასმელი, რომლებითაც წამლებისა და ვიტამინების მიღება იკრძალება
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ვიტამინებისა და წამლების მიღება აბებისა თუ კაფსულების სახით ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ სითხემ, რომელსაც აყოლებთ პრეპარატებს... 17.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-17T13:20+0400
2022-03-17T13:20+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263696078_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_6e9b58ecc98733b2bfb420b14c0f182b.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ვიტამინებისა და წამლების მიღება აბებისა თუ კაფსულების სახით ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ სითხემ, რომელსაც აყოლებთ პრეპარატებს, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, წერს გამოცემა Daily Mail-ი.როგორც ექსპერტი შონა ვილკინსორი ამბობს, წამლის დასალევად იდეალური სითხე — ჩვეულებრივი წყალია. რაც შეეხება სხვა სითხეებს, მათ შეუძლიათ უბრალოდ არაეფექტური გახადონ თქვენთვის დანიშნული სამკურნალო პრეპარატები თუ ვიტამინები.სპეციალისტები ასახელებენ ოთხი სახის სასმელს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ აბების დასალევად. ესენია:ყავა და ჩაითუ ყოველდღიურად მისაღებ ვიტამინებს ჩაისა და ყავას მიაყოლებთ, ისინი სრულიად უსარგებლო გახდება თქვენი ორგანიზმისთვის. და ამას ორი მიზეზი აქვს:როგორც მედიცინის ექსპერტები ამბობენ, რკინის შემცველი პრეპარატების მიღება კარგია ფორთოხლის წვენთან ერთად — ვიტამინი С ამ ნივთიერების ათვისებაში ეხმარება ორგანიზმს.ალკოჰოლისპირტიანი სასმელები, სხვა ნეგატიური ზემოქმედების გარდა, ხელს უშლის ორგანიზმს ფოლის მჟავის, თუთიის, ტიამინისა და B ჯგუფის ვიტამინების ათვისებაში, რომლებიც უკიდურესად აუცილებელია ადამიანისთვის.გარდა ამისა, ალკოჰოლი კიდევ მეტად არაეფექტურს ხდის ანტიბიოტიკების მოქმედებას და მძიმე რეაქციებსაც იწვევს. თავბრუსხვევისა და ძილიანობის გარდა, ამ კომბინაციით ადამიანს პირღებინება ეწყება, რის გამოც პრეპარატი ორგანიზმიდან უბრალოდ გამოიდევნება.პრობიოტიკებიპრობიოტიკები ძალიან სასარგებლოა ნაწლავთა სისტემისთვის, მაგრამ მას შეუძლია შეასუსტოს ანტიბიოტიკების ეფექტურობა.გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორივე ბაქტერიაა, მათ ერთმანეთის „განადგურება“ შეუძლიათ. ამიტომ ანტიბიოტიკებისა და პრობიოტიკების (მაგალითად, სასმელი იოგურტის) მიღებას შორის ორი საათი მაინც უნდა იყოს გასული.წყარო: Daily Mail
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263696078_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_dd09cf5baf7b731a9a4573b72a5a4d06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ვიტამინებისა და წამლების მიღება აბებისა თუ კაფსულების სახით ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ სითხემ, რომელსაც აყოლებთ პრეპარატებს, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, წერს გამოცემა Daily Mail-ი.
როგორც ექსპერტი შონა ვილკინსორი ამბობს, წამლის დასალევად იდეალური სითხე — ჩვეულებრივი წყალია. რაც შეეხება სხვა სითხეებს, მათ შეუძლიათ უბრალოდ არაეფექტური გახადონ თქვენთვის დანიშნული სამკურნალო პრეპარატები თუ ვიტამინები.
სპეციალისტები ასახელებენ ოთხი სახის სასმელს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ აბების დასალევად. ესენია:
თუ ყოველდღიურად მისაღებ ვიტამინებს ჩაისა და ყავას მიაყოლებთ, ისინი სრულიად უსარგებლო გახდება თქვენი ორგანიზმისთვის. და ამას ორი მიზეზი აქვს:
1.
სასარგებლო ნივთიერებები სითბოზე იშლება. ამიტომ პრეპარატების დასალევად ცხელი ჩაისა და ყავის გამოყენება არ შეიძლება;
2.
ყავასა და ჩაიში შემავალი კოფეინი და მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უშლის ზოგი ვიტამინისა და მინერალური ნივთიერების ათვისებას, განსაკუთრებით კი რკინისა და D ვიტამინისა. ამასთან, კოფეინს შარდმდენი თვისება აქვს, ამიტომ В და С ჯგუფების ვიტამინები მარტივად გამოირეცხება ორგანიზმიდან გაძლიერებული შარდვის გამო.
როგორც მედიცინის ექსპერტები ამბობენ, რკინის შემცველი პრეპარატების მიღება კარგია ფორთოხლის წვენთან ერთად — ვიტამინი С ამ ნივთიერების ათვისებაში ეხმარება ორგანიზმს.
სპირტიანი სასმელები, სხვა ნეგატიური ზემოქმედების გარდა, ხელს უშლის ორგანიზმს ფოლის მჟავის, თუთიის, ტიამინისა და B ჯგუფის ვიტამინების ათვისებაში, რომლებიც უკიდურესად აუცილებელია ადამიანისთვის.
გარდა ამისა, ალკოჰოლი კიდევ მეტად არაეფექტურს ხდის ანტიბიოტიკების მოქმედებას და მძიმე რეაქციებსაც იწვევს. თავბრუსხვევისა და ძილიანობის გარდა, ამ კომბინაციით ადამიანს პირღებინება ეწყება, რის გამოც პრეპარატი ორგანიზმიდან უბრალოდ გამოიდევნება.
პრობიოტიკები ძალიან სასარგებლოა ნაწლავთა სისტემისთვის, მაგრამ მას შეუძლია შეასუსტოს ანტიბიოტიკების ეფექტურობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორივე ბაქტერიაა, მათ ერთმანეთის „განადგურება“ შეუძლიათ. ამიტომ ანტიბიოტიკებისა და პრობიოტიკების (მაგალითად, სასმელი იოგურტის) მიღებას შორის ორი საათი მაინც უნდა იყოს გასული.